უნგრეთის მთავრობამ ახალი კანონპროექტი შეიმუშავა, რომელიც სისხლის სამართლის დამნაშავედ აცხადებს მათ, ვინც თავშესაფრის მაძიებელ მიგრანტებს დაეხმარება.
თუკი კანონპროექტი ამჟამინდელი ფორმით მიიღეს, სისხლის სამართლის დანაშაულად იქნება მიჩნეული თავშესაფრის მაძიებელთათვის საკვების შეთავაზება ან კანონიერი რჩევის მიცემა, იუწყება BBC.
იმისათვის, რომ ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნებიდან თავშესაფრის მაძიებელთა უნგრეთში გადასვლის პროცესი აღიკვეთოს, ასევე ცვლილება იქნება შეტანილი კონსტიტუციაშიც.
ნაციონალისტი პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი არ ემორჩილება ევროკავშირის პოლიტიკას მიგრაციის შესახებ.
უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა და სლოვაკეთი ეწინააღმდეგება ევროკავშირის სქემას სირიიდან და ერითრიიდან 160 000 ლტოლვილის ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებში - იტალიასა და საბერძნეთში განთავსების თაობაზე, სადაც მიგრანტთა ბანაკები გადაჭედილია.
როგორც BBC იუწყება, ბუდაპეშტი აცხადებს, რომ უნგრეთის პარლამენტი კანონპროქტზე დებატებს მართავს იმ ფაქტის მიუხედავად, რომ ძალზე მცირე მიგრანტი და ლტოლვილი ცდილობს უნგრეთში შესვლას ამჟამად, იქიდან გამომდინარე, რომ მის სამხრეთ საზღვარზე ორმაგი, სქელი მავთულხლართებიანი ღობეა გავლებული.
ორბანის მემარჯვენე ფრთის „ფიდესზის“ პარტიას 2/3 უმრავლესობა ჰყავს უნგრეთის პარლამენტში. მოელიან, რომ ახალ კანონპროექტზე კენჭისყრა მომავალ კვირას გაიმართება. ორბანი გასულ თვეს ხელახლა იქნა არჩეული.
კანონპროექტის სახელწოდებაა - „შეჩერდეს სოროსის აქტი“, რაც მთავრობის ანტიპათიას ასახავს უნგრეთში დაბადებული მილიარდერი ფილანთროპის, ჯორჯ სოროსის მიმართ, რომელსაც ორბანის მთავრობა მუსულმანების ევროპაში იმიგრაციის ხელშეწყობასა და გამხნევებაში სდებს ბრალს, რაც სამშაბათს ბრალდების ადრესატმა პარიზში, ევროპის საბჭოს საგარეო ურთიერთობების საექსპერტო წრეებთან სიტყვის წარმოთქმისას უარყო. სოროსმა განაცხადა, რომ ორბანი ევროკავშირის ფუძემდებლურ ღირებულებებს უწევს წინააღმდეგობას.
2015 წელს უნგრეთი ერთ-ერთ სატრანზიტო მარშრუტს წარმოადგენდა დაახლოებით 1 მილიონი თავშესაფრის მაძიებლისთვის, რომელთაგან დიდი ნაწილი სირიის, ერაყის და ავღანეთის ომების შედეგად იყო გამოქცეული თავიანთი ქვეყნებიდან. მათგან უმრავლესობა გერმანიისკენ მიემართებოდა, მაგრამ საზღვარზე მავთულხლართებიანი ღობის გავლების შემდეგ, 2016 წელს ბალკანეთზე მიგრნატთა ნაკადი მკვეთრად შემცირდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.