ხონის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ჭიათურაში პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტის გასვლით სხდომას დაესწრნენ
29-05-2018, 17:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჭიათურაში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა ჩატარდა. შეხვედრა იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, გრიგოლ დალაქიშვილმა გახსნა და იმ საკითხების შესახებ ისაუბრა, რომლებიც რეგიონის განვითარებისთვის აუცილებელია და ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით ხორციელდება.

 


კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ კი, სხდომის მონაწილეებს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" და „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" კანონის შესრულების მიმდინარეობაზე, სამართლებრივ საჭიროებებსა და გამოწვევებზე იმსჯელა.

 

 

კომიტეტის თავმჯდომარემ მერებისგან იმ საკითხების შესახებაც მოისმინა ინფორმაცია, რომლის გადაჭრაშიც საკანონმდებლო ორგანოს ჩართულობაა აუცილებელია. შეხვერდაზე ასევე ისაუბრეს 2018 წელს იმერეთის რეგიონში დაგეგმილ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

 

 

სხდომას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წარმომადგენლები, მხარის 12-ვე მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარეები და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

 

 

ინფორმაციას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი