წყალტუბოს ბელარუსიდან მსხვილი ტურისტული და მედიაკომპანიების წარმომადგენლები სტუმრობდნენ
29-05-2018, 18:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივითა და წყალტუბოს ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით, წყალტუბოში მსხვილი ტურისტული კომპანიებისა და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები ჩავიდნენ.

 


ბელარუსში პოპულარული სატელევიზიო პროექტის „Улетая разведка“-ს გადაცემა წყალტუბოში ჩაიწერა. წამყვანებმა და გადამღებმა ჯგუფის წევრებმა მოინახულეს ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმი სოფელ ჩუნეშში, სადაც ქართულ ტრადიციებსა და კულტურას გაეცნენ.

 

 

სტუმრებმა მოისმინეს მრავალჟამიერი ანსამბლ „ნადურის“, ხოლო „სულიკო“ - კვარტეტ „თეატრონის“ შესრულებით; დააგემოვნეს ქართული ღვინო, სპეციალურად მათთვის „მწყემსური“ იცეკვა ანსამბლმა „სიონმა“.

 

 

სტუმრებმა თავიანთი თანამემამულის ბელარუსი პოეტის, იანკა კუპალას წყალტუბოში ცხოვრების წლების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

 

 

„საქართველოში არის განსაკუთრებული ადგილები და განსაკუთრებული ადამიანები, საქართველო მხოლოდ ბათუმი და ზღვა არ არის, სწორედ ეს გვინდა გავაცნოთ ბელარუს ტურისტებს“, აღნიშნა „ოლ ტურის“ ხელმღვანელმა, ევგენია ბასკომ.

 

 

„Аргументы и факты“ -ის კორესპონდენტმა, ფოტოჟურნალისტმა, პროექტის „Вокруг света“-ს ავტორმა, სერგეი მილიუხინმა ქართველებზე საუბრისას, ნოდარ დუმბაძის სიტყვები მოიშველია:

 

 

„ადამიანის სული გაცილებით მძიმეა, ვიდრე სხეული და ამიტომ ადამიანების ერთად დგომა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. ამ მიწაზე განსაკუთრებული ადამიანები ცხოვრობენ, თავიანთი სიკეთით, სილამაზით, ისტორიით. მე ვაპირებ ამ ყველაფერზე დავწერო ჩემს მოთხრობებში. წყალტუბოში, ცხოვრებაში პირველად მოვისმინე მამაკაცთა გუნდის მიერ ცოცხლად შესრულებული მრავალჟამიერი და მეტიც, ვეცადე მათთან ერთად მემღერა. ესაა ჩემთვის ბედნიერება“, განაცხადა სერგეი მილიუხინმა.

 

 

შემდეგი ტურისტული ობიექტი ცივი ტბა იყო, სადაც ტუროპერატორებმა ჯომარდობაშიც მოსინჯეს ძალები. 

 

 

სტუმრებმა წყალტუბოს ბალნეოცენტრები მოინახულეს, გაეცვნენ უნიკალური თერმული წყლების სამკურნალო თვისებებს და საკუთარ თავზე გამოსცადეს პროცედურები. დღის ბოლოს სტუმრებმა უნიკალური ჯიშის ღვინო უსახელოური დააგემოვნეს და ქართული ღვინის დაყენების ტრადიციას „ხომლის უსახელოურის“ მარანში გაეცვნენ. ტურის ბოლოს, ბელორუსმა ტუროპერატორებმა მადლობის ნიშნად წყალტუბოს ტურიზმის ცენტრის დირექტორს სალომე ქუთათელაძეს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

 

 

ინფორმაციას წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი