სირიის არაბთა რესპუბლიკის მიერ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას გმობს ამერიკის შეერთებული შტატები.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეტ რუდმა ჟურნალისტებთან საუბირისას განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ქართული რეგიონების დამოუკიდებელ რესპუბლიკებად ცნობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს და მოუწოდებს სირიას, რუსეთს და სხვა ქვეყნებს გააუქმონ ამ ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარება.
„აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს სუვერენული ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია. შეერთებული შტატების ამ ორი რეგიონის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად ცნობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს. შეერთებული შტატები მოუწოდებს სირიას, რუსეთს, ნიკარაგუას, ვენესუელას და ნაურუს გააუქმონ ამ ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარება. მსურს აღვნიშნო, რომ შეერთებული შტატების მხრიდან აუცილებლად მოყვება შედეგი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებენ“, განაცხადა ელიზაბეტ რუდმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პროცედურები დაიწყო.
აღნიშნულის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ გამოაცხადა.
როგორც საგანგებო ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ განმარტა, ამის მიზეზი სირიის არაბთა რესპუბლიკის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარება გახდა.
სირიის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება სამშაბათს გამოაქვეყნა.
„იმისათვის, რომ სირიის არაბთა რესპუბლიკას, აფხაზეთის რესპუბლიკას და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების განვითარების საერთო სურვილი აისახოს და დაფასდეს სირიის წინააღმდეგ ტერორისტული აგრესიის მხრივ მათი (აფხაზეთის და ოსეთის) მხრიდან მხარდამჭერი პოზიციები, სამი ქვეყანა შეთანხმდა ურთიერთაღიარებასა და საელჩოების დონეზე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე“, აღნიშნულია სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
სირიის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ურთიერთაღიარებისა და „ორ ქვეყანას შორის“ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ განცხადებას ცხინვალის თვითგამოცხადებული სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროც ავრცელებს.
„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს... აქვს პატივი განაცხადოს იმის შესახებ, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა და სირიის არაბთა რესპუბლიკა... აცხადებენ ურთიერთაღიარების და ორ ქვეყანას შორის საელჩოების დონეზე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ, აღნიშნული კომუნიკეს გამოქყვეყნების მომენტიდან“, ნათქვამია ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის განცხადებაში.
ანალოგიური განცხადება აქვს გამოქვეყნებული სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს.
ორი ქართული რეგიონი - აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად რუსეთმა 2008 წლის რუსულ-ქართული ომის შემდეგ მალევე აღიარა, რის შემდეგაც ანალოგიური ნაბიჯები გადადგეს ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ვანუატუმ, ნაურუმ და ტუვალუმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.