რუს ჟურნალისტს არკადი ბაბჩენკოს 29 მაისს საღამოს, კიევში, მის სახლთან ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობით, ჟურნალისტს ზურგში რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი.
როგორც BBC იუწყება, 41 წლის ბაბჩენკო მისი საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელში მისმა ცოლმა იპოვა. მას სისხლი სდიოდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილში, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
2016-ში ჩაშლილი რუსული სამხედრო გეგმის შესახებ სტატიის დაწერის შემდეგ, ბაბჩენკომ განაცხადა, რომ მან სიკვდილის მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო, რის გამოც სამშობლო დატოვა.
თავდაპირველად იგი პრაღაში გადავიდა, მოგვიანებით კი უკრაინის დედაქალაქში. იგი კრემლის კარგად ცნობლი და ღია კრიტიკოსი იყო. ყოფილი სამხედრო კორესპონდენტი კიევში უკრაინული ტელეარხის ATR TV-ის წამყვანად მუშაობდა.
როგორც კიევის პოლიციის უფროსმა ანდრეი კრიშჩენკომ ადგილობრივ მედიას განუცხადა, ისინი ეჭვობენ, რომ ბაბჩენკო მისი „პროფესიული აქტივობების“ გამო მოკლეს.

მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
უკრაინის პრემიერ მინისტრმა ვლადიმერ გროისმანმა ბაბჩენკოს „უკრაინის ნამდვილი მეგობარი“ უწოდა, რომელიც „მსოფლიოს რუსული აგრესიის შესახებ სიმართლეს ეუბნებოდა“.
„მკვლელები უნდა დიასაჯონ“, თქვა მან.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: „ჩვენ მოვითხოვთ, უკრაინის ხელისუფლებამ ყველა ღონე იხმაროს იმისათვის, რომ სწრაფად იქნეს გამოძიებული“ მკვლელობა.
სამინისტრომ ასევე სამძიმარი გამოუცხადა ბაბჩენკოს ოჯახს და მეგობრებს.
მასზე განხორციელებულ თავდასხმამდე სულ რაღაც ერთი საათით ადრე, ბაბჩენკომ თავის „ფეისბუკის“ ბოლო განცხადებაში გაიხსენა, თუ რა იღბლიანი აღმოჩნდა 4 წლის წინ - ზუსტად ამ დღეს.
მან დაწერა, რომ გეგმავდა უკრაინის აღმოსავლეთში, ომის ზონაში უკრაინელ ჯარისკაცებთან ერთად ვერტმფრენით გაფრენას, მაგრამ ის ბორტზე იმის გამო არ აუშვეს, რომ საკმარისი ადგილი არ აღმოჩნდა. ეს ვერტმფრენი კი პრო-რუსი მებრძოლების მიერ იქნა ჩამოგდებული, შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.
„მე ბედი აღმომაჩნდა. გამოდის, რომ მეორედ დავიბადე“, დაწერა ბაბჩენკომ სიკვდილამდე ერთი საათით ადრე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.