საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსა და ესპანეთის ნავთობისა და გაზის ნავთობკომპანია „REPSOL“-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს საქართველოს მხრიდან ხელი ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსმა გიორგი ტატიშვილმა, ხოლო ესპანური კომპანიის მხრიდან, “REPSOL” გლობალური ახალი მიმართულებების დირექტორმა მიქელ ერქუიგამ (Mikel Erquiaga) მოაწერეს.
მემორანდუმის თანახმად, კომპანია „REPSOL“-ი მის ხელთ არსებული მასალების შესწავლისა და გადამუშავების შედეგად მოამზადებს და სახელმწიფოს გადასცემს მტკვრის აუზის ნახშირწყალბადების პოტენციალის შეფასების ანგარიშს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს მათი შემდგომი ათვისებისთვის. მემორანდუმის ფარგლებში, ქართველი სპეციალისტები „REPSOL“- ის მონაცემთა ბაზაში გადამზადებას გაივლიან. ანგარიში სახელმწიფოს საშუალებას მისცემს, მტკვრის აუზში ძიების პრიორიტეტული მიმართულებები განსაზღვროს.
„REPSOL“ 1987 წელს დაფუძნდა. დღეს ის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის მსხვილ კომპანიას წარმოადგენს, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში. კომპანიას უჭირავს მსოფლიოში მე-14-ე ადგილი ნავთობკომპანიებს შორის.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.