ზაზა სარალიძე: შოთაძეს რა უნდა ველაპარაკო.... არ ვენდობი ამ პროკურატურას და როგორ დავუჯდე სასაუბროდ? ვის ვენდო?
30-05-2018, 11:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

როგორ ვენდო იმ პროკურატურას, რომელიც დღეს მე შეურაცხყოფას მაყენებს. როგორ დავუჯდე მათ სალაპარაკოდ, როდესაც არ უნდათ ჩემი მოსმენა. მაინცდამიანც თავისი აზრი უნდათ რომ გაიტანონ. არ ვენდობი ამ პროკურატურას და როგორ დავუჯდე სასაუბროდ? ვის ვენდო? - ასე მიმართა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას „რუსთავი 2"-ის გადაცემაში „არჩევანი".

 


ბესელიამ სარალიძეს უთხრა, რომ მიიღოს მთავარი პროკურორის შეთავაზება მკვლელობის საქმეზე შეხვედრასთან დაკავშირებით.

 

 

„ბატონმა, ირაკლი შოთაძემ, როდესაც განაცხადი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემთან შეხვედრა სურდა, ზუსტად ორ საათში გააკეთა განაცხადება ზვიად ფხაკაძემ, ჩემი საქმის პროკურორმა, რომ ბატონი გენერალური პროკურორი მზად არის ზაზა სარალიძესთან შესახვედრად, ნებისმიერ ადამიანთან თანდასწრებითო. მივიყვანე ნებისმიერი ადამიანი - ჩემი უფლებადამცველები და არ შეგვიშვა ბატონმა შოთაძემ და ახლა ითხოვს ხელახლა შეხვედრას?“ განაცხადა ზაზა სარალიძემ, რომლის თქმითაც, შოთაძემ საჯაროდ უნდა გასცეს მისთვის მნიშვნელოვან შეკითხვებზე პასუხები.

 


„მე ჩემი გულისწუხილი მაქვს - ჩემი შვილის უკან დგას ჩემი შვილის მეგობრები, რომლებსაც უნდათ, რომ სისხლი დაღვარონ, დავაღვრევინოთ? ვის გამო, ვიღაც ჩინოვნიკის გამო, რომელიც ნათლად ჩანს, რა დანაშაული ჩაიდინა. რატომ არის დაკავებული თენგიზ კალანდია, გამცეს პასუხი პირდაპირ, ესეც არასრულწლოვანი ხომ არ არის? თუ თენგიზ კალანდია ბრალდებულია, რატომ არის მირზა სუბელიანი გარეთ, რომელიც შეხვდა ბრალდებულს და ძალიან კარგად იცის ყველაფერი. მე ვაცხადებ,რ ომ არავითარი პრეტენზია არ გამაჩნია არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან. მე ვიცავ ჩემი შვილის უფლებებს და ჩემი შვილის მეგობრების უფლებებს და არ მაინტერესებს სხვა. შოთაძეს რა უნდა ველაპრაკო, რომელიც მეუბნება, რომ ბრალდებულთა რიცხვი არ გაიზრდება. ფხაკაძეს რა უნდა ველაპარაკო, რომელიც სახეში მაფურთხებს, თითქოს, მე ჩემი შვილის სული ვიღაც პოლიტიკურ პარტიას მივყიდე. რომელ პროკურორს უნდა ვენდო? რომელიც მამცირებს?" განაცხადა ზაზა სარალიძემ „რუსთავი 2"-ის გადაცემაში „არჩევანი" სტუმრობისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი