ყველაფერი დეტალურად გავაცანი პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ეს განცხადება ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პრეზიდენტის მრჩეველთან ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების სფეროში კახა კოჟორიძესთან და საპარლამენტო მდივანთან, ანა ნაცვლიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
როგორც გარდაცვლილის მამამ განაცხადა, შეხვედრისას პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დააფიქსირა პოზიცია, რომ სიმართლის დასადგენად ყველაფერს გააკეთებენ.
იგი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა მთავარი პროკურორის შეთავაზებას სამუშაო ფორმატში შეხვედრასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამ შეხვედრისთვის მზად არის.
„იგივე პროკურორებს თუ უნდა ვესაუბრო, აზრს ვერ ვხედავ, მაგრამ მაინც თანახმა ვარ. ჯგუფთან ერთად შევხვდები. ამ თემაზე ვარ მოსული აქაც. ნებისმიერ ადამიანს შევხვდები - ძალოვან სტრუქტურას, ოპოზიციას, პოზიციას, ნებისმიერს შევხვდები, ოღონდ ჩემ მიერ წარმოდგენილ ჯგუფთან ერთად", განაცხადა ზაზა სარალიძემ „რუსთავი 2"-თან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.