ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივს ცენტრს (JTEC) დაარსებიდან ორი წელი შეუსრულდა. საზეიმო ცერემონიას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, უწყების მაღალჩინოსნები და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ცენტრის პირად შემადგენლობასა და მოწვეულ სტუმრებს იუბილე ლევან იზორიამ პირადად მიულოცა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ყოველდღიური მზადყოფნითა და საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლებით ვუახლოვდებით ნატოს, რაც იძლევა შესაძლებლობას ახლო მომავალში საქართველო გახდეს იმ ალიანსის ერთ-ერთი სრულფასოვანი წევრი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ღირებულებების და პრინციპების დაცვას. ლევან იზორიას განმარტებით, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში ჩართულ ყველა სამხედრო მოსამსახურეს ხელფასები გაეზრდება.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა თითოეულ ჯარისკაცს თავდადებული შრომისთვის და JTEC-ის სამხედრო მოსამსახურეები საშტატო იარაღით, ხოლო ცენტრის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ვიცე-პოლკოვნიკი მარიუს ნილსენსი მედლით „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“ დააჯილდოვა.
საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით ნატოს მრჩეველთა ჯგუფის უფროსის გადაბარების ცერემონიაც გაიმართა და სამხედრო მოსამსახურეებს სერთიფიკატები გადაეცათ.
საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა JTEC-ის შტაბის ახალი შენობა საზეიმოდ გახსნეს.
ნატო-საქართველოს წვრთნების და შეფასების ერთობლივი ცენტრი 2014 წელს უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებულ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში შეიქმნა. JTEC საქართველოს, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალებისათვის თანამედროვე სასწავლო შესაძლებლობებს უზრუნველყოფს.
2019 წლისთვის JTEC ყველა დონის საველე სიმულაციურ და ვირტუალურ სწავლებას როგორც სარდლობისა და ბრიგადებისთვის, ასევე ბატალიონის, ასეულისა და ოცეულისთვის უზრუნველყოფს. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.