ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სამი მამაკაცი მოკლული იპოვეს. სამივე გარდაცვლილი სახლში მეზობელმა ნახა.
გარდაცვლილებს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული და თითოეულ მათგანს თავში აქვს ტყვია მოხვედრილი.
ერთ-ერთი ვერსიით, ერთმა ახალგაზრდამ ორი პირი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.
„იქ ისეთი ამბავია შიგნით, სულ სისხლის გუბე დგას თურმე. სამივე მიცვალებული, როგორც ისხდნენ ისე არიან გადავარდნილები უკან. იარაღი ერთ-ერთი ფეხებთან არის დაგდებული. სამივეს აქვს თავში ჭრილობა. ერთმა თქვა, რომ ვითომ ერთმანეთში დავა ჰქონდათ ცოტა ხმამაღალი, მაგრამ არავინ იყო, უბრალოდ მეზობელმა შეაკითხა, ყველა იჯდა ნორმალურად და ხუთ წუთში რომ შევიდა, სამივე უკვე გარდაცვლილი იყო", განაცხადა „რუსთავი 2"-თან საუბრისას მეზობელმა.
ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრებლის ინფორმაციით, გარდაცვლილთაგან ერთს იარაღი ჰქონდა და დაცვის პოლიციაში მუშაობდა.
„კლასელები და თანშეზრდილები იყვნენ. ყველაფერში ეხმარებოდნენ ერთმანეთს. პატრონობდნენ ერთმანეთს", აცხადებს მეზობელი.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.