ადიგენის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ ცენტრში სტუდენტური პარლამენტისა და დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში, რომელიც პროექტ „განავითარე შენი რეგიონის“ ფარგლებში ჩატარდა, ადიგენის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მონაწილეებმა ღონისძიებაზე მუნიციპალიტეტის განვითარების სხვადასხვა გზები და ბიზნესგეგმები პრეზენტაციის სახით წარადგინეს.
პროექტი საქართველოს 63-ვე მუნიციპალიტეტში ხორციელდება და მისი მიზანი ახალგაზრდებში სახელმწიფოებრივი აზროვნების პოპულარიზაციაა.
ღონისძიებას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზვიად გორგოძე და საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე თამაზ ძაძამია ესწრებოდნენ.
ინფორმაციას ადიგენის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.