წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა მრავალწლიანი მცენარეები მოგლიჯა და ელექტროენერგიის გადამცემი ბოძები დააზიანა. სოფელ ოფშკვითსა და თერნალში ხეების წაქცევის გამო, დროებით შეფერხდა ავტოსაგზაო მოძრაობა, მოსახლეობას შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდებაც.
გაწმენდითი სამუშაოები წყალტუბოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ა(ა)ი.პ ,,წყალტუბოს კეთილმოწყობის ცენტრის’’ თანამშრომლებმა ოპერატიულად შეასრულეს.

შემთხვევის ადგილებზე მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი და პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე იმყოფებოდნენ. ამ დროისათვის მოძრაობა აღდგენილია, მოსახლოებას მიეწოდება ელექტროენერგია.
ინფორმაციას და ფოტომასალას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.