უკრაინის ხელისუფლების მიერ მოკლულად გამოცხადებული რუსი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო ცოცხალია
30-05-2018, 18:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო ცოცხალია. მისი მკვლელობის ამბავი გუშინ უკრაინის ხელისუფლებამ დაადასტურა.

 

 

ბაბჩენკო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვასილი ჰრიტსაკის გვერდით, სრულიად უვნებელი გამოჩნდა. ჰრიტსაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „მკვლელობა“ დადგმული იყო იმისათვის, რომ რუსი აგენტები გამოევლინათ.

 

 

„უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიღებული ინფორმაციის თანახმად, რუსი ჟურნალისტის, არკადი ბაბჩენკოს მკვლელობა ნაბრძანები იყო რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების მიერ“, განაცხადა ჰრიტსაკმა.

 

 

მსოფლიო მედია იუწყებოდა, რომ რუს ჟურნალისტს არკადი ბაბჩენკოს 29 მაისს საღამოს, კიევში, მის სახლთან ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობით, ჟურნალისტს ზურგში რამდენიმე ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.

 


BBC წერდა, რომ 41 წლის ბაბჩენკო მისი საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელში მისმა ცოლმა იპოვა. მას სისხლი სდიოდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილში, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

 


2016-ში ჩაშლილი რუსული სამხედრო გეგმის შესახებ სტატიის დაწერის შემდეგ, ბაბჩენკომ განაცხადა, რომ მან სიკვდილის მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო, რის გამოც სამშობლო დატოვა.

 


თავდაპირველად იგი პრაღაში გადავიდა, მოგვიანებით კი უკრაინის დედაქალაქში. იგი კრემლის კარგად ცნობლი და ღია კრიტიკოსი იყო. ყოფილი სამხედრო კორესპონდენტი კიევში უკრაინული ტელეარხის ATR TV-ის წამყვანად მუშაობდა.

 


როგორც 29 მაისს, გვიან ღამით, კიევის პოლიციის უფროსმა ანდრეი კრიშჩენკომ ადგილობრივ მედიას განუცხადა, ისინი ეჭვობდნენ, რომ ბაბჩენკო მისი „პროფესიული აქტივობების“ გამო მოკლეს.

 

 

უკრაინის პრემიერ მინისტრმა ვლადიმერ გროისმანმა ბაბჩენკოს „უკრაინის ნამდვილი მეგობარი“ უწოდა, რომელიც „მსოფლიოს რუსული აგრესიის შესახებ სიმართლეს ეუბნებოდა“.

 


„მკვლელები უნდა დიასაჯონ“, თქვა მან.

 


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: „ჩვენ მოვითხოვთ, უკრაინის ხელისუფლებამ ყველა ღონე იხმაროს იმისათვის, რომ სწრაფად იქნეს გამოძიებული“ მკვლელობა.

 


სამინისტრომ ასევე სამძიმარი გამოუცხადა ბაბჩენკოს ოჯახს და მეგობრებს.

 

 

ბაბჩენკოს "მკვლელობის" ამბავი სულ ახლახან თავდაყირა დააყენა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, რომლის გვერდითაც, ჟურნალისტების წინაშე კომენტარის გაკეთებისას, გუშინ გვიან ღამით "მოკლული" ბაბჩენკო იდგა.  

 

 

რუს ჟურნალისტს მისი ცოლისთვის არ უთქვამს, რომ თავდასხმა დადგმული იყო. „განსაკუთრებული ბოდიში ჩემს ცოლს“, განაცხადა ბაბჩენკომ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი