„უნდა დაიხუროს მილიარდერმა მმართველმა ქუდი და წავიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოება დაახურავს ქუდს და გაუშვებს მართვის სადავეებიდან“, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ IRI-ის კვლევის შეფასებისას.
„როცა ქვეყნის მოსახელობის 67 პროცენტი ამბობს, რომ არასწორად ვითარდება სახელმწიფო; როცა მოსახლეობის 63% ამბობს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მათთვის გაუარესდა, და ამას რომ გრძნობენ საკუთარ ტყავზე; როცა ხალხის 55 პროცენტი ამბობს, რომ კორუფციაში ეფლობა ხელისუფლება და 73% ამბობს, რომ კრიმინალი გაიზარდა და 62% დამატებული ამას ამბობს, რომ უმუშევარია და იმედიც არ აქვს, რომ სამსახურს იშოვნის, უნდა დაიხუროს მილიარდერმა მმართველმა ქუდი და წავიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოება დაახურავს ქუდს და გაუშვებს მართვის სადავეებიდან. ძალიან მარტივი მოცემულობა არის. ეს კვლევა არაფერ ახალს არ გვეუბნება, გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, რომელსაც ყველაზე მთავარი აღარ აქვს ივანიშვილის მმართველობის პირობებში“, უთხრა „რუსთავი 2“-ს მელიამ და დაამატა, რომ „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს იმისდა მიუხედავად, ოპოზიცია ერთ საერთო კანდიდატურაზე შეჯერდება, თუ ვერა.
„როგორც არ უნდა მოხდეს, მოხდება ერთი საერთო ოპოზიციური კანდიდატით გასვლა, თუ ვერ მოხდება, მე დარწმუნებული ვარ, ივანიშვილის ხელისუფლებას და ივანიშვილის კანდიდატს, რომელიც მას არ ჰყავს, არ აქვს არანაირი შანსი გამარჯვებისა. თუ ისინი აპირებენ კვლავ არჩევნების გაყალბებას, ქუდზე კაცი გამოვა თითოეული ხმის დასაცავად“, განაცხადა ნიკა მელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.