ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ იგი „ძალიან უხერხულ მდგომარეობაში“ ვარდება, როცა რუსეთს „უფროს ძმას“ უწოდებენ. აღნიშნულის შესახებ მან ბულგარეთის პრემიერ მინისტრთან, ბოიკო ბორისოვთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მე ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს, ვინ არის უფროსი, ვინ უმცროსი - მხედველობაში მაქვს ის, რომ უფროსს ყოველთვის ახალისებენ იმისკენ, რომ გადაიხადოს“, განაცხადა პუტინმა.
„რია ნოვოსტის“ ცნობით, მან ასევე თქვა, რომ ბულგარეთის პრემიერთან გამართულ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, ერდოღანთან „თურქული ნაკადის“ გაფართოება განიხილა. რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის განცხადებით, ანკარაში მხარი დაუჭირეს გაზსადენის მშენებლობას ბულგარეთის მიმართულებით.
2014 წელს ბულგარეთის ხელისუფლებამ „სამხრეთ ნაკადის“ ქვეყნის ტერიტორიაზე გატარებზე უარი განაცხადა. მოგვიანებით, რუსეთი და თურქეთი შეთანხმდნენ ანალოგიური მასშტაბის „თურქული ნაკადის“ მშენებლობაზე. 2019 წლიდან ბულგარეთი რუსულ გაზს სწორედ ამ გაზსადენით მიიღებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.