აშშ-ის მიერ შავ სიაში შეყვანილი კიმ ჩენ ინის უახლოესი გენერალი ნიუ-იორკში ჩაფრინდა და მაიკ პომპეოს შეხვდა
31-05-2018, 10:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის მარჯვენა ხელი, გენერალი კიმ იონ ჩოლი (ფოტოზე ხელმარცხნივ), რომელიც აშშ-ის მიერ შავ სიაში იყო შეყვანილი, ნიუ-იორკში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს კიმისა და ტრამპის ისტორიული შეხვედრის საკითხის განსახილველად შეხვდა.

 


ჩრდილო კორეელი გენერალი ნიუ-იორკში ჩინეთიდან ჩაფრინდა და პომპეოსთან ერთად ისადილა. ისინი ერთმანეთს ხუთშაბათს კვლავ შეხვდებიან.

 


როგორც BBC იუწყება, გენერალი კიმ იონ ჩოლი ჩრდილოეთ კორეის ყველაზე მაღალი რანგის თანამდებობის პირია, რომელიც თითქმის 20 წლის განმავლობაში, შეერთებულ შტატებში ვიზიტად ჩავიდა.

 


თუკი 12 ივნისს, დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის სინგაპურში დაგეგმილი შეხვედრა შედგება, რისი ალბათობაც დიდია, ეს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერთან შხვედრის პირველი შემთხვევა იქნება.

 

 

 


ოთხშაბათ საღამოს, პომპეო და გენერალი კიმი ცალ-ცალკე მივიდნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინის ახლომდებარედ ერთ-ერთ შენობაში. მოგვიანებით პომპეომ „თვითერზე“ დაწერა: „კარგი სამუშაო სადილი კიმ იონ ჩოლთან ნიუ-იორკში ამაღამ. ხორცის ნაჭერი, მარცვლეული, და ყველი მენიუში“.

 


ტრამპის და კიმის დაგეგმილი შეხვედრის წინ, პომპეომ აშშ-ის პოზიცია ჩამოაყალიბა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი