თავდაცვის უწყება გერმანიის გენერალური შტაბის უფროსს მასპინძლობს
31-05-2018, 10:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალ-ინსპექტორი იმყოფება. გენერალ ებერჰარდ ცორნმა შეხვედრები თავდაცვის მინისტრთან და გენერალური შტაბის უფროსთან გამართა.

 


დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. რის შემდეგაც ორი ქვეყნის გენერალური შტაბების ხელმძღვანელებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს. განხილვის მთავარი თემები ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში მათ შორის ავღანეთში, საერთაშორისო სამშვიდო მისიაში ერთობლივი მონაწილეობის, სამხედრო განათლების, რადიაქტიულ, ქიმიურ და ბიოლოგიურ (რქბ)თანამშრომლობის საკითხები იყო.

 

 

 


ლევან იზორიამ ებერჰარდ ცორნს საქართველოში ვიზიტისა და გერმანიის მიერ გაწეული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრის განცხადებით, ეს ვიზიტიც ცხადყოფს, თუ რამდენად ღრმა, საფუძვლიანი და პერსპექტიულია საქართველოსა და გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში არსებული ურთიერთობა. ლევან იზორიამ წლების განმავლობაში საქართველოს თავდაცვის სისტემის ინსტიტუციური განვითარების პროცესში გერმანიის როლი გაიხსენა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში გერმანელების წვლილი ხაზგასმით აღნიშნა.

 


დღესვე, გენერალმა ებერჰარდ ცორნმა გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო. 
საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ბუნდევერის გენერალ-ინსპექტორი კრწანისში მდებარე ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც (JTEC) ესტუმრება.

 

 

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი