დიმიტრი ქუმსიშვილმა გარდაბანში თბოელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
31-05-2018, 10:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გარდაბანში თბოელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. დიმიტრი ქუმსიშვილმა გარდაბნის 230 მგვტ დადგმული სიმძლავრის კომბინირებული ციკლის მეორე თბოელექტროსადგურის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა.

 

 

„საძირკველი პრაქტიკულად, უკვე მომზადებულია, ტურბინებიც უკვე ფოთშია ჩამოსული, შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მშენებლობა დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით დამთავრდება 2020 წლის ზამთრის სეზონისთვის“, განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 

პირველი ვიცე პრემიერის ინფორმაციით, 230 მგვტ დადგმული სიმძლავრის, თანამედროვე ტიპის "ჯენერალ ელექტრიკის’’ (GE-General Electric) გაზისა და ორთქლის ტურბინებით და გენერატორებით აღჭურვილი ახალი თბოელექტროსადგური ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობისთვის. პროექტის მიზანია ქვეყნისთვის საჭირო დამატებით მნიშვნელოვანი სიმძლავრის ელექტროენერგიის წყაროს შექმნა.

 

 

„თბოელექტროსადგური ასევე მნიშვნელოვანია იმ საჭიროებებისთვის, რაც ჩვენს ქვეყანაში არსებობს - ელექტროენერგიის მოხმარება წლიდან წლამდე იზრდება, შესაბამისად, საბაზისო ელექტროენერგია სწორედ ის ენერგიაა, რომელიც ჩვენს ქვეყანას სტაბილურობისთვის სჭირდება“, აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 

მშენებლობის პროექტს კომპანია "გარდაბნის თბოსადგური 2’’ ახორციელებს, რომელიც წარმოადგენს ,,საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის’’ შვილობილ კომპანიას.

 

 

თბოელექტროსადგურს ექნება ,,ნულიდან’’ გაშვების ფუნქცია, რასაც უზრუნველყოფს ავტონომიური/დამოუკიდებელი დიზელ-გენერატორი (Black Start Diesel Generator). აღნიშნული ფუნქცია მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ქვეყნის ელექტროსისტემაში სიმძლავრის არარსებობის (System Black-out) დროს შესაძლებელი იქნება სადგურის ელექტროსისტემისგან დამოუკიდებლად გაშვება.

 

 

კომბინირებული ციკლის ახალი ენერგოეფექტური (მარგი ქმედების კოეფიციენტი 50%-ზე მეტი) თბოელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღება იგეგმება 2019-2020 წლების ზამთრის სეზონისთვის. ამასტან, 2015 წელს ექსპლუატაციაში შევიდა მსგავსი, კომბინირებული ციკლის გარდაბნის პირველი თბოელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრეც მშენებარე სადგურის მსგავსად შეადგენს 230 მგვტ-ს.

 

 

გარდაბნის 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის მეორე თბოელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოების (EPC - პროექტირება, შესყიდვები და მშენებლობა) შემსრულებელი კონტრაქტორი კომპანია China Tianchen Engineering Corporation (TCC) - 1953 წელს დაარსებული საინჟინრო კორპორაციაა, რომლის წლიური შემოსავალი მილიარდ აშშ დოლარს აღემატება და მათი ჩართულობა საერთაშორისო პროექტებში 30-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს. პროექტს ზედამხედველობას უწევს საერთაშორისო საინჟინრო-საკონსულტაციო ორგანიზაცია ,,პოირი’’-ს (POYRY) შვეიცარიული ოფისი, რომელიც უზრუნველყოფს როგორც საპროექტო, ასევე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების საერთაშორისო სტანდარტებთან და პროექტის ხარისხის მოთხოვნებთან შესაბამისობას.

 

 

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი