კახა კალაძის თქმით, თბილისის მერია ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტის განხორციელებას იწყებს
31-05-2018, 11:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერია ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტის განხორციელებას იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

 

როგორც კალაძემ აღნიშნა, მერია აცხადებს ინტერესთა გამოხატვას ვარკეთილის მესამე მასივში მდებარე 30 205 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი კომპლექსის განვითარების მიზნით.

 

 

„მინდა შევეხო ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროექტს. ჩემს წინასაარჩევნო კამპანიაში ძალიან ხშირად ვსაუბრობდი ამაზე. ბევრი სკეპტიკურად იყო განწყობილი და არ სჯეროდა, რომ შესაძლებელი იქნებოდა ამ პროექტის განხორციელება. მხედველობაში მაქვს ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტი. როგორც კი მოგვეცა ოფიციალურად უფლება-მოსილება და დავიწყეთ მერიაში მუშაობა, მაშინვე შევუდექით ამ მიმართულებით სამუშაოს, თუ რა შეიძლებოდა წარმოგვედგინა მოსახლეობისთვის. ჩვენმა სამსახურებმა ძალიან ბევრი იმუშავეს და მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რადგან დღეს უკვე წარმოდგენილია პირველი პროექტი – მერია აცხადებს ინტერესთა გამოხატვას ვარკეთილის მესამე მასივში მდებარე 30 205 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი კომპლექსის განვითარების მიზნით და ვიწვევთ კერძო სექტორს. ამ ეტაპზე, საუბარია ვარკეთილის მესამე მასივის მეექვსე და მერვე კვარტლებში მდებარე ოთხი მწვავედ ავარიული კორპუსის სრულად ჩანაცვლებაზე. ასევე, ვარკეთილის მასივისა და ზემო პლატოზე მდებარე ნაკლებად მწვავე ავარიული კორპუსების მაცხოვრებლების გადაყვანაზე.... 170 ოჯახზეა საუბარი პირველ ეტაპზე, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის ერთჯერადი პროექტი. ეს არის ცოცხალი პროცესი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას საკმაოდ მასშტაბურად განვახორციელოთ ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტი“, განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი