გაეროს განვითარების პროექტის მხარდაჭერით, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ,,ალკანამ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტში იანეთის თემს, 2 ათასი მეტრი მიწის ნაკვეთისთვის შესაღობი მასალა საჩუქრად გადასცა. ბადე-მავთული, რომელიც სოფელს ორგანიზაციის მიერ კეთილი ნების ფარგლებში გადაეცა, დაახლოებით 26 ათასი ლარის ღირებულებისაა.
ორგანიზაცია ,,ალკანა“ სამტრედიის მუნიციპალიტეტში, გომში, ილორისა და იანეთში აგრო-ტყეების განაშენიანებას აწარმოებს. პროექტი წლის ბოლომდე დასრულდება და ორგანიზაციის წარმომადგენლები ამ ხნის განმავლობაში, განაშენიანებულ ტერიტორიებზე მონიტორინგს ჩაატარებენ. როგორც ცნობილია, აგროტყეების ფარგლებში, ტერიტორიების ნეკერჩხლის, კოპიტის, ტირიფის და ცაცხვის ნერგებით განაშენიანება მოხდა. რაც შეეხება სოფელ იანეთისთვის გადაცემულ მასალას, მოსახლეობის პრიორიტეტებიდან გამომდინარე, მდინარე გუბისიწყლის მარცხენა სანაპიროზე მდებარე კერძო ნაკვეთების შემოღობვითი სამუშაოები განხორციელდება.
პროექტი, რომლის სახელწოდებაა ,,წყალდიდობისა და წყალმოვარდნის მართვის მედეგი პრაქტიკის შემუშავება საქართველოში მოწყვლადი მოსახლეობის დასაცავად“, სამტრედიის მუნიციპალიტეში აქტიურად ხორციელდება. როგორც დღეს ორგანიზაციის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის გამგებელთან და სოფლის რწმუნებულთან შეხვედრაზე აღნიშნა, პროექტის ფარგლებში ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა შესაძლებელია მომავალშიც გაგრძელდეს.
,,ამ პროექტის ფარგლებში შემოიღობება 2 კმ. სიგრძის ნაკვეთი და დაცული იქნება საქონლისგან. ასევე პროექტის ფარგლებში მოხდება იანეთის თემში ხეების დარგვა. ეს ძალიან კარგი პროექტია, რადგან ამით მნიშვნელოვნად ხდება ბიოლოგიური პროცესებისთვის ხელშეწყობა“, - აღნიშნა სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ველერი ფოცხვერიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.