კახა კალაძე: მშენებლობებზე უსაფრთხოების ნორმის დარღვევა რეაგირების გარეშე არ დარჩება
31-05-2018, 12:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მშენებლობებზე უსაფრთხოების ნორმის დარღვევა რეაგირების გარეშე არ დარჩება.

 

 

მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სამშენებლო სექტორს მოუწოდა, რომ მათ სამშენებლო ობიექტებზე დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოება უზრუნველყოს.

 

 

„ზედამხედველობასთან მიმართებაში ჩვენ დავიწყეთ მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება, რომ სამსახურის სისტემური გაძლიერება განვახორციელოთ, მისი მუშაობის ეფექტიანობა გავზარდოთ. ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმულია. არც ერთი უსაფრთხოების ნორმის დარღვევა რეაგირების გარეშე არ დარჩება, ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები, ძალიან მომთხოვნები. მინდა, მივმართო სამშენებლო სექტორსაც, რომ მათაც დაიცვან ის მოთხოვნები, ის ნორმები, რომლებიც ჩვენი მხრიდან არის წარმოდგენილი. თქვენ იცით, რომ გარკვეული ცვლილებები შევიდა კანონში. 21 მარტიდან გაიზარდა ჯარიმები და ამ პერიოდიდან ზედამხედველობის საქმის წარმოება დაიწყო 47 მისამართზე, მათ შორის, უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე რეაგირება მოხდა 13 ობიექტზე და გამოიწერა ჯარიმა 390 ათასი ლარი სახით. პროექტის დარღვევისთვის დაჯარიმდა 11 ობიექტი, სულ 160 ათასი ლარი. შეჩერების დადგენილების დაუმორჩილებლობის გამო გამოიწერა ხუთი ჯარიმა, ჯამში 250 ათასი ლარი, ხოლო სახელმწიფო მიწაზე უნებართვო მშენებლობების გამო, ჯარიმის საერთო რაოდენობაა 450 ათასი ლარი. მინდა, კიდევ მოვუწოდო ყველას, რომ ნუ დააყენებს კანონზე მაღლა საკუთარ ინტერესებს. ჩვენ ყველამ ერთად, ერთიანი ძალისხმევით უნდა შევძლოთ არსებული მდგომარეობის გამოსწორება. მშენებლობაზე მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება თითოეული ჩვენგანისთვის არის უმნიშვნელოვანესი. კიდევ ერთხელ მივმართავ სამშენებლო სექტორს, რომ მათ კონკრეტულ ობიექტებზე მომუშავე და დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოება იყოს დაცული“, განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი