მთავარ პროკურატურასთან ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად მივიდა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც სრულ უნდობლობას უცხადებს პროკურატურას და მოუწოდებს „ჯანსაღ, პროდასავლურ ოპოზიციას“ დაასრულოს ივანიშვილის და მისი ხელისუფლების „შეთქმულება ქართველი ხალხის წინააღმდეგ“.
„ამ ხალხთან (პროკურატურასთან) დახურულ კარს მიღმა ლაპარაკი არ შეიძლება. საქართველოს ოპოზიციას მოვუწოდებ, აქ რომ სუს-ის აგენტები დგანან და ამბობენ, თქვენ არ დადგეთ და ჩვენ ვიდგებითო, ეს არის სუს-ის აგენტურა, ამისთვის იღებენ ფულს. ოპოზიციას მოვუწოდებ, მოდით და დადექით აქ. არავითარი საპარლამენტო კედლებში საგამოძიებო კომისიები, ეს არის დროის გაწელვა...და ‘გაპაზორდებით’ თქვენც. ვინ უნდა გამოიძიოს ეს საქმე? ბესელია მამაშამ და ფაშისტმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ? საქართველოში არის შეთქმულება - საქართველოს ხელისუფლების და ივანიშვილის - ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ეს უნდა დაამთავროს ქართულმა პოლიტიკურმა კლასმა, ჯანსაღმა და პროდასავლურმა, ქართველ ხალხთან ერთად... დედა მოვტ..ნ თქვენი ნაბოზ...ბო!“ განაცხადა ნიკა გვარამიამ და ხელი მთავარი პროკურატურის შენობისკენ გაიშვირა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.