მთავარ პროკურატურასთან ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „შენების მოძრაობის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დავით უსუფაშვილი მივიდა და განაცხადა, რომ „პროკურატურამ ვერ უზრუნველყო ვერც საქმის გამოძიება, ვერც დაზარალებულებთან თანამშრომლობა, ვერც საზოგადოებაში ნდობის მოპოვება“ და ქვეყანას „გაბზარული ხმით მოსაუბრე მთავარი პროკურორი არაფერში არ სჭირდება“.
„საკითხავია, რამდენი ურემის გადაბრუნებას გაუძლებს ეს ქვეყანა და რამდენი ურემი უნდა გადაბრუნდეს ხოლმე, რომ ხელისუფლებები გონს მოვიდნენ. დღეს რაც ხდება, ამისკენ მიექანებოდა ეს პროცესი, ვხედავდით ამას. პროკურატურამ ვერ უზრუნველყო ვერც საქმის გამოძიება, ვერც დაზარალებულებთან თანამშრომლობა, ვერც საზოგადოებაში ნდობის მოპოვება, თუმცა ახლა დღეს, გაბზარული ხმით მოსაუბრე მთავარი პროკურორი არაფერში არ სჭირდება ქვეყანას. ქვეყანას სჭირდება თავდაჯერებული, კანონის საფუძველზე მოქმედი პროკურორი, რომელიც ასხივებს სოლიდურობას, რომლის სიტყვას აქვს ძალა საზოგადოებაში, სასამართლოში და არა ის ხალხი, რომელიც როცა თავზე ხელს გადაუსვამენ, საუბრობენ სუპერ-ეროგანტულად და როცა დატუქსავენ, მერე ხმაგაბზარული გვესაუბრებიან იმაზე, რომ დამატებით ზომებს მიიღებენ“, განაცხადა „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში საუბრისას უსუფაშვილმა და დასძინა, რომ სასურველია „კონფლიქტები წყდებოდეს კანონის შესაბამისად და არა მაინცდამაინც მღელვარე ხალხის ემოციების ფონზე“.
„მე მგონია, რომ საქმეს დაუყოვნებლივ უნდა ჩამოშორდეს ყველა პროკურორი, ვინც ვერ უზრუნველყო ამ ყველაფრის სწორად გამოძიება. ახლა თითის გაშვერა იმისკენ, რომ მოსამართლემ გამაოგნებლად არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, ეს არასწორია... ყველა მოქალაქეს აქვს ძალიან მარტივი შეკითხვა, როდესაც ამდენი ადამიანი მონაწილეობდა პროცესში, როგორ ხდება, რომ მივედით 2 ადამიანამდე და დანარჩენს არაფერი არ ჩაუდენია ამ საქმეში? ხომ ყველამ ვიცით, რომ არსებობს დამნაშავე, თანამონაწილე, დამხმარე... და გვეუბნებოდნენ, რომ საქმეები მერე იქნება გამოძიებული. ეს ერთ რამეზე მიანიშნებს - სამწუხაროდ, უკვე მერამდენე ხელისუფლებაა, რომელიც კარგავს სწორად აღქმის უნარს საზოგადოებრივი პროცესების და მერე უკვე გვიანაა ხოლმე. მე არ მინდა, რომ კიდევ ერთხელ გვიან იყოს. მე მინდა, რომ პროკურორი პროკურორობდეს, მოსამართლე მოსამრთლეობდეს და ქვეყანაში იყოს დალაგებული ვითარება - კონფლიქტები წყდებოდეს კანონის შესაბამისად და არა მაინცდამაინც მღელვარე ხალხის ემოციების ფონზე“, განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.