საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რეპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალ-ინსპექტორი, გენერალი ებერჰარდ ცორნი კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) ეწვია.
გერმანელ სტუმრებს მასპინძლობა ცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა გაუწიეს. შეხვედრას სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი შავლეგო ტაბატაძე და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლები დაესწრნენ.
JTEC-ის მეთაურმა, პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ გენერალ ებერჰარდ ცორნსა და დელეგაციის წევრებს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის დაარსების, სტრუქტურის, ჩატარებული წვრთნებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მან JTEC-ის განვითარების საქმეში ყურადღება საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერაზე გაამახვილა. პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში გერმანიის ჩართულობასა და მნიშვნელოვან მხარდაჭერაზეც ისაუბრა.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.