მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი მივიდა.
მან ზაზა სარალიძეს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და პროკურატურასთან შეკრებილებს სიტყვით მიმართა.
„ვფიცავ მაღალ ღმერთს, რომ ყოფილიყო ჩემი შვილი დამნაშავე რაღაცაში, გინდაც ეჭვმიტანილი, ხალხის წინაშე ვაცხადებ, რომ მე თვითონვე დავახრჩობდი ჩემ შვილს, თუ მას ჰქონდა საქართველოს წინააღმდეგ ჩაფიქრებული.... მე გამოვიყვან ჩემ ხალხს და დავანახებ რა შემიძლია და ვინ არიან ჩემ ზურგსუკან და მე მალხაზ მაჩალიკაშვილს ვანახებ მაგათ რა შეუძლია", განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.