კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" 900 მმ-იან II მაგისტრალურ წყალდენზე მომხდარი დაზიანებების სალიკვიდაციოდ, დღეს ნაშუადღევიდან, გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ინფორმაციით, ავარიულად დაზიანდა მაგისტრალური არტერიის დიღმის ველზე გამავალი მონაკვეთი.
სამუშაოების ჩატარების მიზნით, 6 თებერვალს 14:00 საათიდან წყალმომარაგება ეტაპობრივად შეეზღუდება - ზაჰესის დასახლების ნაწილს, დიდი დიღმის, ""ქოშიგორის"", ამერიკის საელჩოს და სასოფლოს დასახლებებს; დიღმის ველზე განლაგებულ საწარმოებს და საცხოვრებელ სახლებს, სოფელი დიღომის ნაწილს და სოფელ ზურგოვანს; დიღმის მასივის I კვარტალის 16-სართულიან კორპუსებს; გოძიაშვილის, სარაჯიშვილის, კვანტალიანის, გოთუასა და ზემო ვეძისის ქუჩებს; საქალაქო სასამართლოს, აგრარულ უნივერსიტეტს, "ფარმაკო ქიმიას" და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.
გარდა ამისა, წყალს დაბალი წნევით მიიღებენ ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილი - თამარაშვილის ქუჩამდე, ყაზბეგის გამზირის ქვედა ნაწილი, კანდელაკის, ბუდაპეშტისა და მათი მიმდებარე ქუჩები.
წყლის მიწოდება ჩამოთვლილ უბნებს ხვალ, (7 თებერვალი) დილის 08:00 საათიდან, ეტაპობრივად აღუდგება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.