შეერთებულმა შტატებმა მისი უახლოესი ნატოელი მოკავშირე ქვეყნებიდან ფოლადისა და ალუმინის იმპორტებზე ტარიფების დაწესება გამოაცხადა
31-05-2018, 18:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავისი გეგმების შესახებ გამოაცხადა, რაც მის მოკავშირეებზე ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს, საუბარია ფოლადისა და ალუმინის იმპორტებზე ევროპის კავშირიდან, კანადიდან და ასევე მექსიკიდან.

 


BBC -ის ცნობით, აღნიშნული ნაბიჯი, რომელიც ვაჭრობის მინისტრმა უიბურ როსმა გაახმოვანა, აშშ-ის რამდენიმე მოკავშირეს და ნატო-ს წევრ ევროპულ ქვეყნებს შეეხება.

 

 

ფოლადზე 25%-იანი, ხოლო ალუმინზე 10%-იანი ტარიფები იქნება დაწესებული.

 

 

 


საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მაიერმა განაცხადა, რომ ევროპულ ლითონებზე ტარიფების დაწესება „უსამართლო და სახიფათო“ იქნება.

 

 

ევროკავშირი „ყველა საჭირო საპასუხო ზომას მიმართავს“ თუკი აშშ დააწესებს ტარიფებს, გამაფრთხილებლად განაცხადა საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა.

 


„ეს მთლიანად შეერთებული შტატების ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, სურთ თუ არა მათ, სავაჭრო კონფლიქტში შევიდნენ თავიანთ ყველაზე დიდ პარტნიორთან, ევროპასთან“, განაცხადა მან სანამ ოფიციალური ვაშინგტონი ამ საკითხზე თავის გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი