ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანი დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მთავარი პროკურორის პოსტიდან ირაკლი შოთაძის გადადგომა საკმარისი არ არის და სანამ პროკურატურის მაღალჩინოსნები სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ მიეცემიან, მანამდე ისინი დაშლას არ აპირებენ.
უფლებადამცველმა ზვიად კუპრავამ კი, რომელიც აქციის მონაწილეებთან ერთად პროკურატურიდან პარლამენტის შენობისკენ მიემართება, განაცხადა, რომ „შოთაძე შეჭამს ბალანდას ციხეში“ და არა „მწვადებს თავის დაჩაზე“.
„ჩვენ ზაზა გვთავაზობს ასეთ რამეს - შეიქმნას სამოქალაქო ჯგუფი ზაზა სარალიძის ხელმძღვანელობით, სადაც შევლენ იურისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შევარჩიოთ მთავარი პროკურორობისთვის კანდიდატი ადვოკატებისგან, იურისტებისგან, არასამათავრობო ორგანიზაციებისგან და ა.შ. წესიერი ადამიანი, წარვუდგინოთ პარლამენტს და დავანიშნინოთ მთავარ პროკურორად. ეს იქნება ძალიან დიდი ნაბიჯი წინ სისტემის საბოლოო დანგრევისკენ", განაცხადა ზვიად კუპრავამ მთავარი პროკურატურის შენობასთან მიმდინარე აქციაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.