ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მანამდე არ დატოვებს პარლამენტის შენობას, ვიდრე მისი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. ზვიად კუპრავამ კი განაცხადა, რომ რუსეთაველის გამზირზე კარვები გაიშლება.
მანამდე, პარლამენტის შენობასთან ხალხმრავალ აქციაზე ზვიად კუპრავამ განაცხადა, რომ ეროვნულ სტადიონზე მოთამაშე რაგბისტებმა მათ შეუთვალეს, რომ „10:00 საათზე მთელი სტადიონი იდგება რუსთაველზე“.
აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას 10 საათამდე მისცეს ვადა იმისათვის, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ჩართული მაღალჩინოსანი პირები თანადებობებიდან გადადგნენ.
კუპრავა მოითხოვს, რომ ირაკლი შოთაძის შემდეგ თანამდებობები დატოვონ ლევან მურუსიძემ, მიხეილ ჩინჩალაძემ, ნინო გვენეტაძემ და მირზა სუბელიანმა.
ზვიად კუპრავას განცხადებით, ზაზა სარალიძის ხელმძღვანელობით შეიქმნება სამოქალაქო ჯგუფი, რომელიც საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება.
„ზაზა სარალიძის ხელმძღვანელობით შეიქმნება საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდება საზოგადოების წარმომადგენლებით. ამ წუთებში ეროვნულ სტადიონზე ჩვენი რაგბისტები თამაშობენ, ჩვენ შემოგვითვალეს 10:00 საათზე მთელი სტადიონი იდგება რუსთაველზე. მადლობა ჩვენს ბორჯღალოსნებს, ისინი ჩვენი გმირები არიან“, განაცხადა ზვიად კუპრავამ.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილები გაჰყვირიან: „სისტემა უნდა დაინგრეს, სისტემა უნდა დაინგრეს!“
აქციის მონაწილეები მოსახლეობას რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ მოუწოდებენ, ხელისუფლებისაგან კი ირაკლი შოთაძის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.