ფოტოამბავი: პარლამენტის შენობასთან ხალხმრავალი აქცია გრძელდება
31-05-2018, 23:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ხალხმრავალი აქცია მიმდინარეობს. GUARDIAN.GE გთავაზობთ პარლამენტის შენობასთან ამ წუთებში არსებული ვითარების ამსახველ ფოტომასალას:

 

 

 

 

აქციის მონაწილეები ირაკლი შოთაძის, რომელმაც დღეს მთავარი პროკურორის თანამდებობა დატოვა, პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ.

 

 

 

 

 

ცოტა ხნის წინ ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ მანამდე არ დატოვებს პარლამენტის შენობას, ვიდრე მისი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. ზვიად კუპრავამ კი განაცხადა, რომ რუსეთაველის გამზირზე კარვები გაიშლება.

 

 

სარალიძემ პრეზიდენტ მარგველაშვილსაც მიმართა, გამოვიდეს რუსთაველის გამზირზე და მათ გვერდით დადგეს, ხოლო კვირიკაშვილს მოუწოდა, გადადგეს.

 

 

 

 

 

რუსთაველის გამზირზე შეკრებილები სკანდირებენ: „სისტემა უნდა დაინგრეს, სისტემა უნდა დაინგრეს!“

 

 

აქციის მონაწილეები მოსახლეობას რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ მოუწოდებენ.

 

 

 

 

პარლამენტის შენობამდე აქცია მთელი დღის განმავლობაში მთავარ პროკურატურასთან მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც ირაკლი შოთაძემ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა. სასამართლომ „გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ. კერძოდ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობისათვის და მკვლელობის მცდელობისათვის სასამართლომ არასრულწლოვანი ბრალდებულები დამნაშავედ სცნო.

 

 

 

 

სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით გ.ბ ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში - წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, ხოლო, გ.ჯ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში - წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში.

 


ამავე განაჩენით, წარდგენილ ბრალდებაში გ.ბ. გ.ჯ-სთან ერთად უდანაშაულოდ იქნა ცნობილი დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა როგორც დავით სარალიძის მკველობის მცდელობა დამაძიმებელ გარემოებაში".

 

 

 

 

სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ მისი შვილის მკვლელები დაუსჯელები არიან.

 

 

მოსამართლე ეკა არეშიძის მიერ გამოტანილი განაჩენის შემდეგ, სარალიძემ აქციები დააანონსა და აღნიშნა, რომ „შოთაძის სისტემა უნდა მოისპოს".

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი