ზაზა სარალიძე: პრემიერი მოვიდა არა იმიტომ რომ ეთანაგრძნო ჩემთვის - კიდევ უნდოდა რომ მოვეტყუებინე
01-06-2018, 00:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს არამარტო სისტემა, არამედ ხელისუფლებაც დაგვეტაკა ჩვენ, აღნიშნული განცხადება ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც იქ მისულ პრემიერ მინისტრს აქციის მონაწილეებმა სიტყვით გამოსვლის საშულება არ მისცეს.

 

 

„პრემიერი მოვიდა არა იმიტომ, რომ ეთანაგრძნო ჩემთვის, არა იმიტომ, რომ დღესვე დაკავებული იქნებოდნენ ჩემი შვილის მკვლელები და მისი მფარველები, არამედ იმიტომ, რომ კიდევ უნდოდა რომ მოვეტყუებინე. ექვსი თვე მატყუებდნენ", განაცხადა ზაზა სარალიძემ.

 

 

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე წუთის წინ პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მივიდა. 

 

 

მთავრობის მეთაური პრტესტანტებისთვის სიტყვით მიმართვა ვერ მოახერხა. 

 

 

პრემიერ მინისტრს ბოთლებიც ესროლეს. კვირიკაშვილი დაცვის წევრებმა პარლამენტის ეზოში გადაიყვანეს. მას თან ახლავს პარლამენტარი კობა კობალაძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი