მისმა უდიდებულესობა ქართველმა ხალხმა პრემიერად წოდებული კვირიკაშვილი გააძევა. ძალიან მალე, ძალიან მალე ჩვენ გავაძევებთ ამ მთავრობას, მიმართა ზვიად კუპრავამ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციაზე შეკრებილებს.
კუპრავამ ბიძინა ივანიშვილს მთავრობის დათხოვნისკენ მოუწოდა.
„მივმართავ ივანიშვილს - სანამ გაგვიზრდია ჩვენი მოთხოვნები და გადავსულვართ კონკრეტულ ქმედებებზე და გეგმებზე, დროულად მიიღოს გადაწყვეტილება მთავრობის დათხოვნის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ვპირდები, რომ მას 100 000 ადამიანი აუტალახებს ეზოს", განაცხადა ზვიად კუპრავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.