ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთის ხავერდოვანი რევოლუცია არამხოლოდ სომხეთის, არამედ საქართველოს გამარჯვებაცაა
01-06-2018, 10:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო და ქართველი ხალხი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ჩვენს ურთიერთობებში არანაირი მუქარა და ერთმანეთის წინააღმდეგ არც ერთი ნაბიჯი არ გადაიდგმება, განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ახალქალაქის კულტურის სახლში, სადაც საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან ერთად იმყოფებოდა.

 


ქვეყნის პრემიერ მინისტრის პოსტზე საპროტესტო აქციების ფონზე მოსულმა ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის ხავერდოვანი რევოლუცია არამხოლოდ სომხეთის, არამედ საქართველოს გამარჯვებაცაა.

 


„ეს ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტია პრემიერ-მინისტრის რანგში. დღეს მე საქარველოში ვარ საქართველოს სახელმწიფოსთვის სოლიდარობისა და სიყვარულის გამოსახატად. პრემიერთან და პრეზიდენტთან შეხვედრისას ჩვენ გულწრფელად ვისაუბრეთ. მიმაჩნია, რომ დოკუმენტებზე და ხელშეკრულებებზე მნიშვნელოვანი ის მზერაა, რომლითაც შევხედავთ ერთმანეთს. მინდოდა, რომ საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებს ჩემს მზერაში წაეკითხათ ის, რომ მინდა სიყვარული და სოლიდარობა მეზობელ-მეგობარ საქართველოში. შეხვედრებისას ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ ჩვენს ურთიერთობებს საფუძვლად უნდა დაედოს ახალი ფორმულა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო და ქართველი ხალხი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ჩვენს ურთიერთობებში არანაირი მუქარა და ერთმანეთის წინააღმდეგ არც ერთი ნაბიჯი არ გადაიდგმება. იგივე უნდა იცოდეს სომეხმა ხალხმა, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან არანაირი უარყოფითი მუხტი არ არსებობს“, განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა, როგორც ამას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.

 


მან ასევე თქვა, რომ ეთანხმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოსაზრებას, რომ ქართველი ხალხის სიძლიერე სომეხი ხალხის სიძლიერეა.

 


„საკეთებელი ბევრია, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ორი სახელმწიფო. ვიზიტმა დამარწმუნა, რომ საქართველოში მეგობარი მთავრობაა, რომელიც ძალისხმევას არ დაიშურებს, მხარი დაუჭიროს სომხეთს. იგივე შეიძლება ვთქვა სომხეთზე, რომელიც გამოხატავს თავის მზაობას, მხარი დაუჭიროს საქართველოს სიძლიერეს. კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს. ჩვენი სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, სომხეთიდან გასული მოქალაქეების დაბრუნება. ვფიქრობ, ამ პრიორიტეტში ჩვენ და საქართველო ერთ აზრზე ვართ“, აღნიშნა სომხეთის პრემიერ მინისტრმა.

 


მისი თქმით, სომხეთის ხავერდოვანი რევოლუცია არამხოლოდ სომხეთის, არამედ საქართველოს გამარჯვებაცაა.

 


„დარწმუნებული ვარ, რომ სომეხი ხალხი ააყვავებს ნებისმიერ კუთხეს. მჯერა, რომ ჯავახეთში მცხოვრები სომხები დიდი ენთუზიაზმით მოეკიდებიან საქართველოს აღმშენებლობის საქმეს და ააყვავებენ საქართველოს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ხალხი გავაბედნიეროთ. გაუმარჯოს თავისუფლებას და სომხურ- ქართულ მეგობრობას“, განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

 


სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანი ჯავახეთში იმყოფებოდა, სადაც შეხვედრები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ფოკაში, განძაში, სათხაში და ქალაქ ნინოწმინდაში ადგილობრივებთან გამართა. ნიკოლ ფაშინიანმა შეკრებილებს მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველოში წარმატებული შეხვედრები გამართა, რაც სომხეთის პრემიერის თქმით, ქართულ–სომხურ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს.

 


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან სომხეთის პრემიერი ახალქალაქში გაემგზავრა, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ერთობლივი შეხვედრა გამართა როგორც ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ასევე მოსახლეობასთან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი