პარლამენტის შენობასთან, სადაც კარვებია გაშლილი და სადაც საპროტესტო აქციის ორგანიზატორები დღის 4 საათისთვის მასშტაბური გამოსვლისთვის ემზადებიან, საქართველოს პრეზიდენტი მივიდა და მათდამი მხარდაჭერა გამოხატა.
გიორგი მარგველაშვილი ამ წუთებში ზაზა სარალიძეს კარავში ერთი-ერთზე ხვდება, რის შემდეგაც მედიასთან კომენტარს გააკეთებს.
კარვები პარლამენტის შენობასთან, გამთენიისას გაიშალა. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზვიად კუპრავამ დილის 2 საათზე განაცხადა: „4 საათზე ვიწყებთ ძალიან მხურვალე აქციას - ზაზას გვერდით მთელი საქართველო!“ მან დასძინა, რომ ამ დროისთვის თბილისში მოქალაქეები რეგიონებიდანაც, მათ შორის სამეგრელოდან და აჭარიდან ჩამოვლენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.