ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამასთან, ზაზა სარალიძესთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა მედიის წარმომადგენლებთან პირველი კომენტარი გააკეთა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის შენობასთან შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა, მას ექნება ხელისუფლებასთან ურთიერთობა იმისთვის, რომ ვითარება ქვეყანაში იყოს სტაბილური და ადამიანებს ჰქონდეთ სამართლიანობის განცდა.
„პირველ რიგში, ბუნებრივია, მთავარი სათქმელი იყო გაზიარება იმ ტკივილის, რომლითაც სავსეა ამ კაცის გული და რომელიც ბევრ ადამიანს შეეხო და ბევრ ადამიანს აქვს ეს განცდა.
ჩემი მიზანი არის, ვეურთიერთო როგორც ზაზას, ასევე სხვა ადამიანებს, ვისაც აქვთ ეს გულისტკივილი იმისთვის, რომ მშვიდი, წყნარი და სტაბილური პროცესი იქნას უზრუნვეყოფილი - ქვეყანა იყოს სიმშვიდეში. ამისთვის მე ვეურთიერთები ბუნებრივია ხელისუფლებას და და არ დავიღლები იმ სამსახურში, რომ საქართველო იყოს ყველასთვის ის ქვეყანა, რომელშიც ერეთდროულად პოულობენ სამართლიანობის განცდას და ამავე დროს, ეს იყოს სტაბილური ქვეყანა", განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა, რომელსაც პარლამენტთან მისვლისკენ გუშინ გამართულ აქციაზე თავად ზაზა სარალიძემ მოუწოდა.
პრეზიდენტი რუსთაველის გამზირზე, დაახლოებით, ერთი საათის წინ მივიდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.