ზაზა ხატიაშვილი: „გამოდით ყველა 4 საათზე, ჩვენ მთავრობა უნდა შევცვალოთ... სირცხვილია ხალხო რომ ვამბობთ, რომ ნაციონალების აქციაა, 80% გუშინ ის ხალხი ვიყავით, ვინც გირგვლიანზე დავდიოდით“
01-06-2018, 14:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, დაპირისპირების თავიდან აცილების „ერთადერთ გამოსავალს“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაში ხედავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, რომელიც მოვლენების ესკალაციაში თეა წულუკიანს ადანაშაულებს და მოუწოდებს მას, დღის 4 საათამდე - იმ დროისთვის, როცა პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია უნდა განახლდეს - დატოვოს მინისტრის თანამდებობა.

 


„სამარცხვინოა რომ, აქამდე ქვეყნის სამარცხვინო იუსტიციის მინისტრი ზის და ტელევიზიით უყურებს, როგორი უბედურება ხდება. მისი მოღვაწეობის შედეგია ეს ყველაფერი, მურუსიზაცია ქვეყნის, ჩინჩალიზაცია... მიქაუტაძე, რომელიც ციხეში უნდა იჯდეს, ხაჭაპურიძეები გააქცია, საცოდავ ბავშვზე იძალადა, ამის მტკიცებულებები არსებობს და იუსტიციის მინისტრი არის გაჩუმებული“, თქვა „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში საუბრისას ხატიაშვილმა, რომლისთვისაც მინისტრ წულუკიანის მიერ ირაკლი შოთაძისთვის მადლობის გადახდა სულაც არ არის გასაკვირი, რადგან მისი თქმით, „ეს არის ერთი ბინძური წრე, რომელიც უნდა მოშორდეს ამ ქვეყანას“.

 


ხატიაშვილი მიიჩნევს, რომ პროკურორობის ახალი კანდიდატები სამოქალაქო საზოგადოებიდან უნდა შეირჩნენ და არა იუსტიციის ამჟამინდელი მინისტრის მიერ.

 


„თეა წულუკიანმა დღეს დაიწყო კონსულტაციები ახალი მთავარი პროკურორობის კანდიდატებთან მიმართებაში. კანონმდებლობის თანახმად, თეა წულუკიანმა უნდა წარადგინოს სამი კანდიდატი. თეა წულუკიანი, რომელმაც საქართველოს თავი მოსჭრა სტრასბურგში, როცა ჩვენ ორჯერ მოსამართლეების სია დაგვიწუნეს; თეა წულუკიანი, რომელიც მურუსიძეების მხარდამჭერია, ჩინჩალაძეების მხარდამჭერია, მიქაუტაძეების მხარდამჭერია, მიქაუტაძე, რომელიც ციხეში უნდა იჯდეს - ეს არის მფარველი ამ ბოროტების, ამ უბედურების... მთავარი პროკურორი გადადგა და ის ადამიანი, რომელიც მთავარი პროკურორი წარადგინა [ადგილზეა].

 


„გუშინ მოურავი რომ გამოუშვა ბიძინამ თავისი, ბიძინა მურუსიძემ... მოურავი რომ მოვიდა, ის სამარცხვინო კაცი, კვირიკაშვილი, თავის თავს პრემიერ მინისტრს რომ ეძახის, სანამ ესენი არ წავლენ, არ მოშორდებიან... სირცხვილია ხალხო რომ ვამბობთ, რომ ნაციონალების აქციაა, 80% გუშინ ის ხალხი ვიყავით, ვინც გირგვლიანზე დავდიოდით, სირცხვილია, ყველას ვიცნობ მე, ყველა მშობელი აქ უნდა მოვიდეს. გამოდით ყველა 4 საათზე, ჩვენ მთავრობა უნდა შევცვალოთ, წულუკიანი 4 საათამდე თუ არ წავიდა, ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება, რომ ფეოდალის ზარს ელოდება. იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი მთავარი პროკურატურაა ეს და იუსტიციის მინისტრია ყველაფერზე პასუხისმგებელი. ეს სამარცხვინო მინისტრი უნდა წავიდეს და ჩვენ ფეოდალიზმი ამ ქვეყანაში უნდა დავამთავროთ.

 

 

„მე მინდა მოვუწოდო ყველა წესიერ იურისტს, თუ წულუკიანთან ვინმე დაჯდება და მიიღებს ამ უბედურ გარიგებაში მონაწილეობას, რომელიც მთავრობამ გადმოაგდო, ეს იქნება სატყუარა. არავინ არ უნდა დაჯდეს წულუკიანთან, მასთან დაჯდომა დღეს არის ქვეყნის სირცხვილი. უნდა შედგეს სამოქალაქო საზოგადოების კონსენსუსი. ვინ ეკითხება წულუკიანს ახალი მთავარი პროკურორის დანიშვნას? შოთაძე რომ დაგვასვა თავზე, გუშინ მადლობა რომ მოუხადა. ეს სამარცხვინო ქალი, ესა“, აღნიშნა ხატიაშვილმა.

 

 

კომენტარები: 1
#1  tata
      
ამ ნაგავ ხატიაშვილს რა უნდა! ბავშვთა სამყაროს დაზარალებულებს რომ დააპროწიალებს მუდამ ნაციონალების მიტინგზე, უსაქმური
2 ივნისი 2018 02:54
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი