სამგზავრო ავტობუსი, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა და რომელსაც ბაქოში ექსკურსიაზე ქალაქ გორიდან ბავშვები და მშობლები გადაჰყავდა, ავარიაში მოჰყვა. დაშავებულია 30 ადამიანი, მათ შორის 20 ბავშვი. შემთხვევა ბაქო-გაზახის ავტომაგისტრალზე მოხდა. ინფორმაციას „სპუტნიკ აზერბაიჯანი“ ავრცელებს.
ავარია პარასკევს დილით მოხდა. ერთმანეთს „კამაზის“ მარკის ავტომობილი და „მერსედესი“ დაეჯახა, რის შედეგადაც სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა.

ავტობუსში საქართველოს მოქალაქეები - გორის სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები იმყოფებოდნენ, სულ 54 ადამიანი.

„სპუტნიკ აზერბაიჯანის“ თანახმად, დაშავებულთაგან ჯერჯერობით არც ერთს არ მიუმართავს აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოსთვის. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ადგილზე აზერბაიჯანელი სამართალდამცველები მუშაობენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.