ჩვენ დავიძვრებით და მივადგებით სახლთან ბიძინა ივანიშვილს, თუ ის არ გადააყენებს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს, განაცხადა პარლამენტის შენობის წინ ხალხმრავალ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა.
„მოდი ხელი ავწიოთ და ვუთხრათ ფეოდალს, რომ გადადგეს წულუკიანი(აქციის მონაწილეებმა თანხმობის ნიშნად ხელები აწიეს). თუ დღეს წულუკიანი გადავაყენეთ, თუ ფეოდალი ბიძინა ივანიშვილი, ბიძინა მურუსიძე არ მიიღებს გადაწყვეტილებას და არ გადაყენებს წულუკიანს, მე მას ვპირდები, რომ ჩვენ დავიძრებით რამდენიმე დღეში და მივადგებით სახლთან“, განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა, რომელსაც მიაჩნია, რომ ირაკლი შოთაძის მსგავსად პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს პირველმა პირმა იუსტიციის სამინისტროსი, რომლის დაქვემდებარებაშიც იმყოფება მთავარი პროკურატურა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.