„დაუყოვნებლივ გამოვიდეს კვირიკაშვილი და გააკეთოს განაცხადი გადადგომაზე და არა მარტო კვირიკაშვილმა, მისმა რჩეულმა მთავრობამ“, განაცხადა ზაზა სარალიძემ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას. მან აღნიშნა, რომ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იდგება რუსთაველზე და მანამ არ მოიცლის იქიდან ფეხს, ვიდრე „სისტემა არ დაინგრევა“.
„გთხოვთ ნუ გააიგივებთ ჩვენს შვილმოკლულ ოჯახებს პოლიტიკურ პარტიებთან... არ უნდა დამჭირვებოდა მე და არც ქართველ ერს სამართლიანობისთვის ასეთი ბრძოლა. მათ ყველა შვილმოკლულ ოჯახს ჩაგვაფურთხეს კიდევ ერთხელ სულში, ჩააფურთხეს ჩვენს შვილებს სულში, სისტემა უნდა დაინგრეს. სისტემის მფარველები უნდა დაინგრნენ“, თქვა სარალიძემ, რომელიც კვლავ არ ენდობა გამოძიებას და არ აპირებს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებეზე წასვლას.
„კიდევ უნდათ რომ მომატყუონ. კიდევ უნდათ რომ დრო გამიწელონ. მე ამას არ დავუშვებ... სისტემამ ომი გამოგვიცხადა, მათ არ აღელვებთ ჩვენი მომავალი. უნდათ რომ მკვლელები იყვნენ გარეთ... პირადად მოვითხოვ ამ მთავრობის გადადგომას, იმიტომ რომ მათ სულში ჩამაფურთხეს“, განაცხადა ზაზა სარალიძემ, რომლის სიტყვებსაც აქციაზე ოვაციებით შეხვდნენ.
„დაუყოვნებლივ გამოვიდეს კვირიკაშვილი და გააკეთოს განაცხადი გადადგომაზე და არა მარტო კვირიკაშვილმა, მისმა რჩეულმა მთავრობამ“ - ზაზა სარალიძის ამ სიტყვებს ისევ ოვაციები მოჰყვა. „მე დღეს აქ შვილმოკლული მამა ვდგავარ. მე სანამ პირში სული მიდგას, აქიდან ფეხს არ მოვიცვლი, სანამ ეს სისტემა არ დაინგრევა“, განაცხადა ზაზა სარალიძემ.
ზვიად კუპრავამ კი თქვა, რომ „პრემიერსა და ჩვენს შორის მომლაპარაკებელი იქნება მხოლოდ ხალხი“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.