ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამა აცხადებს, რომ ქვეყანაში რევოლუცია არ უნდა და სიმართლე გამოძიებით უნდა გაირკვეს
02-06-2018, 07:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩემო ზაზა, ჩვენი ტკივილი, საქართველოს ტკივლია და ამით ამაყი მამები ვართ, მაგრამ მე მოგიწოდებთ, ვაიძულოთ, რომ სწორი გამოძიება წარიმართოს, განაცხადა აქციაზე მისულმა ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანი ლევან დადუნაშვლის მამამ, დავით დადუნაშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ „არასდროს გამოჩენილა კამერებთან“, მაგრამ აქციაზე მისვლა იმ გარემოებამ აიძულა, რომ იქ გამოსულმა ერთ-ერთმა მოქალაქემ თავი მისი შვილის „ნათლიად გაასაღა“.

 


მან აღნიშნა, რომ ზაზა სარალიძეს თანადგომას უცხადებს, მის გვერდით დგას, მაგრამ მისთვის რევოლუცია მიუღებელია და სიმართლე გამოძიების ფარგლებში უნდა გაირკვეს.

 

 

მან მოუწოდა იმ მშობლებს, რომლებიც თავიანთ შვილებს „ხელს აფარებენ“, რომ რომ გამოძიების ობიექტურად წარმართვისთვის ჩვენება მისცენ.

 


„გამოვიდეთ ყველა, მივმართოთ მათ, რომ თავისი შვილები... ის მშობლები მშობლები მაშინ იქნებიან, ეს ტრაგედია მაშინ აღარ განმეორდება, როცა ვაიძულებთ მათ, იმ გათითოკაცებულ ხალხს, რომლებიც სახლში სხედან ტელევიზორებთან და არ გამოჰყავთ თავისი შვილები, რომ ჩვენება მისცენ, სწორი გამოძიება წარიმართოს და სრული გამოძიება წარიმართოს“, განაცხადა დავით დადუნაშვილმა, რომელმაც სარალიძისადმი თანადგომა გამოხატა.

 


„ზაზა შენს გვერდში ვარ. მთავრობა ჩვენს გვერდშია. დავდგეთ ერთად და გამოვძიოთ ჩემო ძმაო... მე ამ ქვეყანაში ვცხოვრობ, ამ კანონებით ვცხოვრობ, რევოლუცია მე არ მაწყობს. მე მინდა ჩემი შვილის მკვლელი ბოლომდე დაისაჯოს. სამართლით მეც არა ვარ კმაყოფილი, მაგრამ ჩემო ზაზა, დღეს გამოსავალი არის ეს: ბოლომდე, არის ინსტანციები, სადაც არის გასარკვევი, სადაც უნდა საღი აზრით დაჯდომა და ყველაფერი ისე გაიშიფროს, როგორც შენს გულს და ჩემს გულს უნდა. სიმართლე უნდა გაირკვეს. თუკი კითხვები დარჩება, ამის შემდეგ მე შენს გვერდში ვიქნები, მე შენს გვერდში ვარ ყოველთვის“, განაცხადა ლევან დადუნაშვილის მამამ, რომლის სიტყვებსაც აქციაზე უკმაყოფილება მოჰყვა.

 


„ის რაც დღეს მოხდა, არ არის მისაღები. გამოვიდა კაცი, რომელმაც ჩემი შვილი, ბუნებაში ვინ იყო, არ იცოდა. გამოდის და ამბობს, რომ ნათლიაა მისი. ყველაზე დიდი სიწმინდე რაც აქვს ქართველ კაცს, ეს ნათელ-მირონია. ეს არ უნდა იკადროს არც ერთმა ქართველმა“ განაცხადა დავით დადუნაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი