აშშ-ის მიერ შავ სიაში შეყვანილ გავლენიან ჩრდილოეთ კორეელ გენერალთან შეხვედრის შემდეგ, ტრამპმა განაცხადა, რომ კიმ ჩენ ინთან მისი შეხვედრა ძალაშია
02-06-2018, 09:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, 8 დღის შემდეგ რაც გააუქმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა, პარასკევს განაცხადა, რომ იგი 12 ივნისს სინგაპურში კიმ ჩენ ინს შეხვდება.

 

 

 

 


ტრამპმა ეს განცხადება მას მერე გააკეთა, რაც თეთრი სახლის ოვალურ ოფისში კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის სადაზვერვო სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, გავლენიან გენერალს, კიმ იონ ჩოლს შეხვდა, რომელიც აშშ-ის მიერ ამჟამადაც შავ სიაშია შეყვანილი და მასზე სადამსჯელო სანქციებია დაწესებული. ამის მიუხედავად ტრამპი კამერების წინ მას მეგობრულად ართმევს ხელს, იღიმება და მეგობრული ჟესტის გამოსახატავად მას მხარზე ხელს უთათუნებს.

 


„კარგი შეხვედრა იყო დღეს. ვფიქრობ, ეს ჩინებული დასაწყისია“, განაცხადა ტრამპმა კიმ იონ ჩოლთან თითქმის 90-წუთიანი შეხვედრის შემდეგ, რომელიც პირველი ჩრდილო კორეელი ოფიციალური პირი გახდა, ვინც 18 წლის განმავლობაში თეთრ სახლს ესტუმრა და რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტმა „ჩრდილოეთ კორეაში მეორე ყველაზე გავლენიანი პირი უწოდა“.

 

 

 

 

 

ჩრდილოეთ კორეის მაღალი რანგის გენერალმა აშშ-ის პრეზიდენტს კიმ ჩენ ინის წერილი გადასცა, რაზეც ტრამპმა თავდაპირველად თქვა, რომ „ძალიან საინტერესო“ იყო, მაგრამ მოგვიანებით აღნიშნა, რომ მას წერილი ჯერ არ გაუხსნია.

 


ტრამპმა განაცხადა, რომ იგი საბოლოოდ „ძალიან კარგ შედეგს“ ელოდება ჩრდილოეთ კორეასთან, მაგრამ ათწლეულების განმავლობაში ფხენიანის „ღია მტრობის“ პირობებში, სინგაპურის შეხვედრისაგან რაიმე საოცარ გარღვევას არ ელოდება.

 

 

 

 

 


„ჩვენ იქ, 12 ივნისს რაიმეს ხელს არ მოვაწერთ. ჩვენ პროცესს დავიწყებთ... მაგრამ, მე ვფიქრობ, მათ სურთ, რომ რაღაც მოხდეს“, უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს.

 


მან აღნიშნა, რომ შეთანხმების მისაღწევად რამდენიმე შეხვედრა იქნება საჭირო, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ კიმ ჩენ ინი ბირთვული განიარაღების ერთგულია. „მას სურს, რომ ეს მოხდეს“, თქვა ტრამპმა.

 


ტრამპმა თქვა, რომ ერთი რამე, რასაც შეიძლება რომ სინგაპურში მიაღწიონ, ესაა შეთანხმების დადება იმის თაობაზე, რომ ოფიციალურად დასრულებულად იქნეს გამოცხადებული 1950-53 წლების კორეული ომი, რომელიც, ამ დრომდე, მხოლოდ დროებითი ზავითაა დასრულებული და არა სამშვიდობო ხელშეკრულებით.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი