ეკა ბესელია ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამის მოწოდებას „ყველასთვის მართებულ გზად“ მიიჩნევს და აცხადებს, რომ აქციის „პოლიტიკური მოთხოვნები, ცოტა სხვა რამეს ჰგავს“
02-06-2018, 08:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამის, დავით დადუნაშვილის გამოსვლა, რომელიც არარევოლუციური გზის და ობიექტური გამოძიების ჩატარების მომხრეა, სრულად არის მისაღები ეკა ბესელიასთვის.

 


„ის, რომ მართლაც გვინდა ამ ტრაგედიის შემდეგ ვიპოვოთ სწორი გზა, ეს არის პირველ რიგში ის მოწოდება, რაც გააკეთა ახლა დადუნაშვილის მამამ, რომ ყველას, ვისაც აქვს ინფორმაცია ამ მკვლელობის, ამ ტრაგედიის თაობაზე, უნდა მისცენ ჩვენება. ამაში უნდა დაეხმარონ მშობლები თავიანთ შვილებსაც, ამ საქმესაც და დაზარალებულებსაც. ეს იქნება ყველასთვის მართებული გზა. მივესალმები, რომ ეს გზავნილი, ეს სათქმელი, ეს ხმა სწორედ ამ ტრაგედიის ერთ-ერთი გარდაცვლილის, დადუნაშვილის მამამ განაცხადა. აქვე მინდა ვთქვა, რაც შეეხება პოლიტიკურ მოთხოვნებს, გულწრფელად გითხრათ ჩვენ ახლა უნდა ვსაუბრობდეთ ყველანი, მათ შორის ის ადამიანები, ვინც მონაწილეები არიან საქმის, რომ ვიპოვოთ სიმართლე სად არის და ამ სიმართლის პოვნა ნიშნავს სახელის დარქმევას ყველაფრისთვის. ეს პოლიტიკური მოთხოვნები, მე მგონი ცოტა სხვა რამეს ჰგავს”, განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, როგორც ამას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ იტყობინება.

 


ბესელია ამბობს, რომ „არაფერი არ დარჩება პასუხგაუცემელი“.

 


“მე მგონია, რომ ჩვენ გამოვედით იმ წარსულიდან, რომელში დაბრუნებაც აღარავის უნდა. ახლა არის სწორედ ის ეტაპი, როდესაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობით უნდა ვიაროთ ამ სიმართლის პოვნისკენ და ვიპოვნით სიმართლეს. არაფერი არ დარჩება პასუხგაუცემელი. ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა”, განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

 

მანამდე კი, „მაესტროს“ ეთერში საუბრისას ბესელიამ „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმაზე ისაუბრა და თქვა, რომ აღნიშნულ პოლიტიკურ ძალას რევანშისტული, „რევოლუციური გზით“ სურს გამოიყენოს ხორავას ქუჩის ტრაგედია.

 


„ჩვენ გვაქვს სოლიდარობის განცდა და რა თქმა უნდა, ძალიან კარგად გვესმის მათი ტკივილი. მეორე ნაწილია, “ნაციონალური მოძრაობის” გეგმა. ღიად გაცხადებული გეგმა, რევანშის, რევოლუციის გზით გამოიყენონ ეს ტრაგედია. ტრაგიკულად მოსიარულე ადამიანების მდგომარეობა და საკუთარი სცენარი დაწერონ. კუპრავა, მელია, გვარამია - ეს ადამიანები იმ ძალადობრივი სისტემის შემოქმედი იყვნენ და ადამიანებს ხოცავდნენ უმოწყალოდ, თავად. შეუძლებელია, ეს ადამიანები, ამ ტკივილით იყვნენ ახლა დატვირთულები“, განაცხადა ბესელიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი