ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, თავდაცვის მინისტრის სახელით, მთაწმინიდის პარკში აღინიშნა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებმა სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებებში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებს მთაწმინდის პარკში უმასპინძლეს. პროექტ „მამის მეგობრისგან“ ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებმა ბავშვებთან ერთად სხვადასხვა გასართობ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა და ატრაქციონებზე გაერთნენ.
დაღუპული სამხედროების შვილებს მთაწმინდის პარკის წარმომადგენლებმა სპეციალური გასართობი პროგრამაც შესთავაზეს. მოგვიანებით ბავშვებს ნაყინის მწარმოებელი კომპანია „თოლია“ ნაყინით გაუმსაპინძლდა.
თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს დაღუპული და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების მხარდაჭერა და მათზე ზრუნვა წარმოადგენს.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.