დევნილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის სისხლის სამართლებრვი პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომლის დევნილთა სამინისტროსთან მისულმა წევრებმაც დღეს პროკურატურისაგან სუბარის დაპატიმრება მოითხოვეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სუბარს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის „მტკიცებულებების გაყალბებასა და განადგურებაში“, ასევე თანამდებობის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობასა და დანაშაულის დაფარვაში სდებენ ბრალს.
„ბატონო სოზარ, თქვენ ბრალი გედებათ სისხლის სამართლის დანაშაულის 375-ე, 376-ე მუხლებით, რომელიც ითვალისწინებს 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას და გულისხმობს დანაშაულის შეუტყობინებლობას და დანაშაულის დაფარვას, ასევე ბრალი გედებათ თანამდებობის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, რომელიც არის 332-ე მუხლი და ითვალისწინებს 2-დან 5 წლამდე ვადით პატიმრობას. ასევე, თქვენ ბრალი გედებათ ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის მტკიცებულებების გაყალბებასა და განადგურებაში“, განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა დევნილთა სამინისტროს შენობასთან.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ბესო შენგელია კი აცხახდებს, რომ სუბარი „ძალით უნდა წაიყვანონ პროკურატურაში“ და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მისცენ.
„სოზარ სუბარი დღეს უნდა მიდიოდეს პროკურატურაში. იგი ძალით უნდა წაიყვანონ პროკურატურაში, იქ უნდა დაკითხონ და მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში. არანაირი მორალური უფლება არ აქვს სუბარს იყოს მინისტრი, განსაკუთრებით, დევნილთა მინისტრი“, აღნიშნა შენგელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.