„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ დახურულ სხდომაზე მთავარი პროკურორის კანდიდატურას განიხილავენ, რაც დაუშვებელია და იგი ამ პოსტზე საზოგადოებას შალვა შავგულიძის კანდიდატურას სთავაზობს.
ბაქრაძემ ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
„როგორც ჩანს, ხელისუფლების განზრახვაა, ახალი პროკურორი შეირჩეს „ქართული ოცნების“ ოფისში დახურულ კარს მიღმა, შემდეგ მოწონებული იქნეს ე.წ. საპროკურორო საბჭოზე, რომელიც შედგება სწორედ იმ პროკურორებისაგან, ვინც ქმნის ამ უსამართლო სისტემას, შემდეგ ეს ყველაფერი წავიდეს იუსტიციის მინისტრთან, რომელიც მისტირის და მადლობებს უხდის უკვე გადამდგარ მთავარ პროკურორს, შოთაძეს და ბოლოს ეს ყველაფერი დაგვირგვინდეს პარლამენტში ქართული ოცნების უმრავლესობის კენჭისყრით. როგორც ჩანს ხელისუფლებამ ჭკუა ვერ ისწავლა, ვერ ხედავს საზოგადოების პროტესტს და აპირებს ეს ყველაფერი გააკეთოს ისევ ასე, დახურული სისტემის ფარგლებში. რა თქმა უნდა, ჩვენი ვალდებულებაა, როგორც საპარლამენტო ოპოზიციის, არ დავუშვათ პროცესის ამ მიმართულებით წასვლა“, განაცხადა ბაქრაძემ.
ბაქრაძემ აღნიშნა, რომ სრულად იზიარებს იმ მოთხოვნებს, რასაც მიტინგზე ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები აჟღერებენ, მაგრამ, მისი თქმით, როგორც საპარლამენტო ოპოზიცია, გამოდიან „დამატებითი ნაბიჯებით, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საზოგადოებასთან ერთად დავანგრიოთ ეს დახურული სისტემა და შევცვალოთ სისტემა, როდესაც გადაწყვეტილებები მიიღება დახურულ კარს მიღმა“.
„სწორედ ამიტომ“, განაგრძო ბაქრაძემ, „ევროპული საქართველოს“ და საპარლამენტო უმცირესობის სახელით, მინდა შევთავაზო საქართველოს მთავარი პროკურორის კანდიდატურად ჩვენს საზოგადოებას შალვა შავგულიძე. მე ამ კანდიდატურას ვთავაზობ საზოგადოებას, ზაზა სარალიძეს, თითოეულ იმ მშობელს, რომლის შვილიც მოკლული იქნა და რომლის საქმეც არ არის გამოძიებული, და ასეთი ადამიანები ბევრი ვიხილეთ ბოლო დღეებში, და ვთავაზობ პოლიტიკურ სპექტრს.
„შალვა შავგულიძე არასდროს არ ყოფილა ჩვენი პოლიტიკური მოკავშირე. შალვა შავგულიძე და ჩვენ ყოველთვის ვიყავით სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკებში. მე მახსოვს, როდესაც ჩვენ ვიყავით ხელისუფლებაში, შალვა შავგულიძე იყო სანდრო გირგვლიანის [საქმის] ადვოკატი და მაშინ მან დაამტკიცა და აჩვენა, რომ ის არის ღირსეული ადამიანი, რომელსაც შეუძლია და არ ეშინია სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა“, განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.