საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ „ემოციებით“ არის დატვირთული
02-06-2018, 17:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზაზა სალარიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარს შეხვდა, რის შემდეგაც მან განაცხადა, რომ „ემოციებით“ არის დატვირთული.

 


„კომენტარის გარეშე... მეუღლე და ბავშვი მახლავს, ემოციებით ვართ გამოსული იქიდან. ისეთ თემაზე ვისაუბრეთ, რაც ჩემი შვილის მკვლელობას ეხებოდა. არ მინდა ჩემმა მეუღლემ იგრძნოს თავის დისკომფორტულად. ექვსი თვეა ადამიანს ხმა არ ამოუღია, დეტალებზე ვისაუბროთ?... ტირილით გამოვიდა იქიდან და რა ვქნათ ახლა?“, უთხრა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სალარიძის მამამ ჟურნალისტებს.

 


18 საათზე პარლამენტთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია განახლდება. შვილმოკლულმა მამამ საზოგადოებას თანადგომისაკენ მოუწოდა. 

 

 

"მოვუწოდებ ყველა ადამიანს, მიუხედავად რელიგიური მრწამსისა, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა, გაიგეთ ხალხო, ჩემთვის პოლიტიკა არაფერს ნიშნავს. მე ვარ თქვენნაირი ჩვეულებრივი გლეხი ადამიანი. მე არ ვიბრძვი იმისთვის, რომ ვიღაც პოლიტიკურმა პარტიამ ეს გამოიყენოს და თუ თქვენ არ დამიდექით გვერდში, აუცილებლად გამოიყენებს ამას ვიღაც. მოვუწოდებ ხალხს, რომ დამიდექით გვერდში, რათა პოლიტიკურ ჭრილში არ გადაიზარდოს ეს... მე ვითხოვ ჭეშმარიტების დადგენას და სამართლიანობის აღდგენას მეტს ხომ არაფერს ვითხოვ. არ ვითხოვ არც „ნაციონალების“ მოყვანას და არც „ოცნების“ დატოვებას ან მოყვანას. ბოდიში და ფეხებზე მკიდია ყველა პოლიტიკური პარტია, მაინც და მაინც ასე უნდა ვთქვა?" განაცხადა ზაზა სარალიძემ პარლამენტის შენობასთან მისვლის შემდეგ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი