ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს თანადგომას უცხადებს მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე და მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, დადგნენ „გმირი მამის“ გვერდით.
გამოჩენილმა საოპერო მომღერალმა და პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ დამფუძნებელმა აღნიშნულთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა.
„ბატონო ზაზა, გისამძიმრებთ და ვარ თქვენს გვერდით ამ უდიდეს მწუხარებაში. თქვენ ხართ ნამდვილი გმირი მამა, რომელიც თავისი შეუპოვრობით ითხოვს სამართლიანობას და აღვიძებს საქართველოს. თქვენ შეძელით ის, რაც ვერ შესძლო ვერავინ. თქვენ გააცოცხლეთ თქვენი შვილი და აცოცხლებთ მომავალ საქართველოს! გიცხადებთ მხარდაჭერას და სოლიდარობას! მოვუწოდებ სრულიად საქართველოს, დადგეს თქვენს გვერდით. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ და ყველამ, ვინც მონაწილეობდა დანაშაულის დაფარვაში უნდა აგოს პასუხი“, აცხადებს პაატა ბურჭულაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.