პარლამენტის შენობასთან ზაზა სალარიძის მხარდამჭერი აქცია სახელწოდებით - „ნუ მომკლავ“ - განახლდა.
აქციის მონაწილეებს სიტყვით ზვიად კუპრავამ მიმართა. მან თქვა, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის პანკისის ხეობიდან თბილისისკენ მომავალ მალხაზ მაჩალიკაშვილს გადაადგილების საშუალება შეუზღუდეს, თუმცა იგი, კუპრავას განცხადებით, მის თანასოფლელებთან ერთან მაინც მოემგზავრება თბილისის მიმართულებით.
აქციაზე იმყოფებიან პოლიტიკოსები: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები: რომან გოცირიძე, ზაალ უდუმაშვილი, ასევე „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე, „რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია.
რომან გოცირიძე აცხადებს, რომ რომ მთავრობას საზოგადოებაში ნდობა სრულად აქვს დაკარგული და ქვეყანაში კრიზისია შექმნილი.
ზაალ უდუმაშვილის თქმით, ხალხი რუსთაველის გამზირზე იმიტომ დგას, რომ „სისტემას უპირისპირდება“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.