ზვიად კუპრავას განცხადებით, მალხაზ მაჩალიკაშვილს, რომელიც პანკისის ხეობიდან თბილისისკენ მოდიოდა, გადაადგილების საშუალება შეუზღუდეს
02-06-2018, 19:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის შენობასთან ზაზა სალარიძის მხარდამჭერ აქციაზე ზვიად კუპრავამ განაცხადა, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტიდან, პანკისის ხეობიდან თბილისისკენ მომავალ მალხაზ მაჩალიკაშვილს გადაადგილების საშუალება შეუზღუდეს, თუმცა იგი, კუპრავას განცხადებით, მის თანასოფლელებთან ერთან მაინც მოემგზავრება თბილისის მიმართულებით.

 

 

როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა "რუსთავი 2"-ს სატელეფონო ჩართვისას განუცხადა, მას გადაადგილების საშუალება სავარაუდოდ, სუს-მა შეუზღუდა. 

 


აქციაზე, რიმელიც რუსთაველის გამზირზე დღეს საღამოს განახლდა, იმყოფებიან პოლიტიკოსები: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები: რომან გოცირიძე, ზაალ უდუმაშვილი, ასევე „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე, „რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია.

 


რომან გოცირიძე აცხადებს, რომ რომ მთავრობას საზოგადოებაში ნდობა სრულად აქვს დაკარგული და ქვეყანაში კრიზისია შექმნილი.

 


ზაალ უდუმაშვილის თქმით, ხალხი რუსთაველის გამზირზე იმიტომ დგას, რომ „სისტემას უპირისპირდება“. 

 

 

ამ წუთებში აქციაზე სიტყვით საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწვლებლის სდუტენტები გამოდიან და სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ.

 

 

სტუდენტები აცხადებენ, რომ ისინი რუსთაველის გამზირზე არა პოლიტიკური მოტივებით, არამედ „უკეთესი საქართველოსთვის“ დგანან.  სამედიცინო უნივერსიტეტის ერთ-ერთმა სტუდენტმა განაცხადა, რომ უნდა დაისაჯონ მკვლელები და არა მხოლოდ ისინი, არამედ ისინიც, ვინც მათ მფარველობა გაუწია და დანაშაულის ჩადენის მტკიცებულებები გაანადგურა.  

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი