„ვერ იზეიმებს უსამართლობა, ძალიან მალე ეს დამფრთხალები გადადგებიან და ხელისუფლება იქნება სწორედ თქვენი, აი ამ პატარა ცისფერთვალება ბიჭების და გოგონების. თქვენ უნდა იყოთ ხელისუფლებაში და თქვენ უნდა მართოთ ქვეყანა“, ასე მიმართა პარტია „ლიბერალ დემოკრატების“ თავმჯდომარემ, ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობისას საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ნემო ბურჭულაძის შვილმა, მუხრან ბურჭულაძემ პარლამენტის შენობასთან, ზაზა სარალიძის სოლიდარობის აქციაზე შეკრებილებს.
მან მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, მივიდეს აქციაზე და დადგეს ხალხის გვერდით.
„მე მინდა შევახსენო საქართველოს პრეზიდენტს მისი კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლება, რომ ის არის გარანტი ხალხის თავისუფლებისა, კონსტიტუციური წყობისა, მშვიდობისა და უსაფრთხოებისა და მისი ადგილი არის ხალხის გვერდით. ყოველ შემთხვევაში ჩემი აღმზრდელი, ამ ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ასე იზამდა, ის იდგებოდა აქ, როგორც იდგა კიდეც და შეეწირა თქვენს თავისუფლებას. თავისუფლება ისე არ მოდის. თავისუფლება მოიტანა თამუნა ჭოველიძემ, მათ ხაზი გადაუსევს და დაივიწყეს ქართველი გმირები. ეს პოლიტიკაა მეგობრებო, პოლიტიკაა, როდესაც ძალადობაში ვცხოვრობთ. დიახ, მე მინდა ვუთხრა თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, გამოვიდეს და დადგეს აქ.
„მე მოვუწოდებ მარგველაშვილს, საქართველოს პრეზიდენტს, მოვიდეს და დადგეს ხალხის გვერდით“, განაცხადა მუხრან ბურჭულაძემ.
მან ასევე ცალკეულ მინისტრებს მოუწოდა, რომ „გაემიჯნონ უსამართლობას, მკვლელობას, ძალადობას, მამულის გაყიდვას, კონსტიტუციური წყობის მოშლას, უსამართლობას და გადადგნენ თანამდებობებიდან“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.